Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'არასასიამოვნო ფაქტებს ჰქონდა ადგილი',- ქუთაისში ბაგრატის ტაძრის შესასვლელი დაიკეტა

თარიღი : 26-06-2016, 12:33 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ბაგრატის ტაძარი ერთ-ერთი ის ადგილია ქუთაისში, რომელიც ვიზიტორების მხრიდან პოპულარობით სარგებლობს და რომელსაც შეგიძლიათ ნებისმიერ დროს ესტუმროთ, თუმცა ბოლო პერიოდში ბაგრატის ტაძრის შესასვლელი ჭიშკარი ტაძრის ტერიტორიაზე მოხვედრის მსურველებისათვის დაიკეტა. საღამოს 10:00 საათის შემდეგ ტაძრის ეზოში მოხვედრა შეუძლებელია.

აღნიშნულის მიზეზზე Topnews.com.ge ბაგრატის ტაძარში მოღვაწე მამა გიორგის დაუკავშირდა. მისი თქმით, ტაძრის ეზოში ვიზიტორების მხრიდან არასასიამოვნო ფაქტებს ჰქონდა ადგილი, რაც მისივე თქმით, ჭიშკრის დაკეტვის მიზეზი გახდა.

„ზაფხულის სეზონზე საღამოობით ტაძრის ეზოში უფრო ბევრი ადამიანი მოდის, ხშირად არასასიამოვნო ფაქტები ხდება. ყველა აქ მოსულსაც ყურადღებას ფიზიკურად ვერ მივაქცევთ, ამიტომ ზაფხულში, ღამის 10 საათიდან ტაძრის შემოსასვლელს ვკეტავთ,“-აცხადებს სასულიერო პირი.

ცნობისთვის, ბაგრატის ტაძრის რესტავრაცია 2011 წელს დასრულდა, რის შემდეგაც ვიზიტორების რაოდენობამ ადგილზე კიდევ უფრო იმატა.

ხატია ბანძელაძე


ნანახია: 3644-ჯერ

მსგავსი სიახლეები
სამუშაოები ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ დაათვალიერა.
მთავარი ტაძრის გუმბათიდან წვიმის წყალი ტაძრის ცენტრალურ ნაწილში ჩაედინება.
დარეჯან ბერეკაშვილი ახალი ამბების სააგენტო Topnews.com.ge-სთან ამბობს, რომ ის ხშირად ყოფილა უცხოელების მხრიდან ტაძრის
აღნიშნული ფრანების გაშვება ჯერ კიდევ 3 მაისს, გვირილობას იგეგმებოდა.
ზესტაფონელი მრევლი ტაძრის დაკეტვას დღეს გეგმავდა, თუმცა გადაიფიქრეს.
დღეს პროექტის პირველი ნაწილის განხორციელება დაიწყო

ამინდი