Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"ქვეყნის პირველი ლედი შეიძლება ქალბატონი გიორგი გახდეს, მე კი თუ ქართელობას არ წამართმევენ, ხმის ამომღები არ ვარ"

თარიღი : 26-06-2016, 09:14 | კატეგორია: ახალი ამბები, სხვადასხვა, რეკლამა   
topnews.com.ge

იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge ხორცპროდუქტების კომპანია "ექსტრა მითი"-ს ფინანსური მხარდაჭერით, გთავაზობთ ჟურნალისტ დათო ლიკლიკაძის საკვირაო რუბრიკას "ჩემი აზრით". აღნიშნულ რუბრიკაში ჟურნალისტი კვირის განმავლობაში განვითარებულ მოვლენებს იუმორისტული კუთხით შეაფასებს.


"ქვეყნის პირველი ლედი შეიძლება ქალბატონი გიორგი გახდეს"


"სულ ვიცი თქმა, ამაზე უარესი რა უნდა მოხდეს-თქო და აი მოხდა! ლადო ბედუკაძემ პარტია შექმნა და არჩევნებშიც აპირებს მონაწილეობის მიღებას. მე პირადად კაცი არ მეგულება ქვეყანაზე, ვინც ბედუკაძეს ხმას მისცემს და შეიძლება ეს შიშებიც გადაჭარბებული იყოს, მაგრამ ის კი ვიცი, რომ ამის შემდეგ არაფერი გამიკვირდება. ის რაც ციხის კადრების შემდეგ ვიხილეთ, მე მეგონა ბედუკაძე, როგორც ამ ამბების მონაწილე საერთოდ გაქრებოდა ამ ქვეყნიდან, აღიგავებოდა პირისაგან მიწისა... მაგრამ მოიცა! გაქრებოდა კი არა პოლიტიკოსად მოგვევლინა. ვაი ჩვენს პატრონს. უფრო სწორად მის პატრონს... „იობარგლადიატორები“ გვაკლდა პოლიტიკაში. აღარაფერს ვამბობ მის ზნეობაზე და რუსული პენსიების დაპირებაზე. მაგრამ ახლა ყველაზე დიდი შიში წინ გვაქვს, ხომ შეიძლება ერი მთლიანად გამოშტერდეს (ბოლო ოცი წლის მანძილზე არ გამოვშტერებულვართ თუ რა?) და ავირჩიეთ ბედუკაძე. პარლამენტის შემდეგ მას აუცილებლად მოუნდება პრეზიდენტობა და რა გამოდის? შეიძლება ქვეყნის პირველი ლედი გიორგი ტატიშვილი გახდეს. დიახ ქვეყნის პირველი ლედი ქალბატონი გიორგი ტატიშვილი გახდება. ახლა განვმარტავ, ვინც ცოტა დაგაბნიეთ. გიორგი ტატიშვილი, იგივე მაცაცო, რომელიც თავის თავის იდენტიფიცირებას, როგორც ქალბატონი ისე ახდენს (და ჩვენც მხოლოდ ისე უნდა მივმართოდ როგორც მას სურს) ასევე ადრე ამბობდა და ახლაც ამ აზრზეა, რომ ბედუკაძის ცოლია. ტრანსგენდერი გიორგი-მაცაცო საჯაროდ ამხელს ბედუკაძეს, რომ მას, როცა ის ციხეში იჯდა, ხშირად აწუხებდა ბედუკაძე და ინტიმურ კავშირს ამყარებდა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამ ამბავს თავად ტატიშვილი ყვება და ჩემი ფანტაზიის ნაწილი არ გეგონოთ. ყოველივე აქედან გამომდინარე, გიორგი ამბობდა, რომ ლადო ბედუკაძის ცოლია. თუ ეს მართლა ასეა, გამოდის რომ, ჩვენ შეიძლება ქვეყნის პირველი ლედი გიორგი გვყავდეს. მე პირადად თუ ქართველობას არ წამართმევენ, ხმის ამომღები არ ვარ, მაგრამ მაინტერესებს რა ჭკუაზე იქნება მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი, ლევან ვასაძე, სოსო ჭაჭვლიანი, საპატრიარქო და ქართველი ჩოხოსნები".

ცნობისთვის, კომპანია "ექსტრა მითი" კვების პროდუქტების მწარმოებელი, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი, ევროპული ხარისხის საწარმოა. "ექსტრა მითში" წარმოება 3 ძირითადი მიმართულებით მიმდინარეობს: ხორცპროდუქტები; თევზის პროდუქტები; ნახევარფაბრიკატები. კვების პროდუქტების ბაზარზე წარმოდგენილი მაღალხარისხიანი 100-მდე დასახელების ნატურალური პროდუქტით საპატიო ადგილს იკავებს კონკურენტებს შორის.

თანამედროვე სტანდარტების შესაბამისმა ძვირადღირებულმა დანადგარებმა, საზღვარგარეთ კვალიფიცირებულმა ტექნოლოგებმა, საქმისადმი ერთგულმა თანამშრომლებმა, სწორად წარმართულმა საწარმოო პროცესმა და მართებულად დაგეგმილმა მენეჯმენტმა კომპანიას უმოკლეს ვადებში მიაღებინა ისეთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო სერტიფიკატები, როგორიცაა: HACCP,ISO-9001, ISO -22000.(HACCP - საერთაშორისოდ აღიარებული საფრთხის ანალიზი და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემის სტანდარტი; ISO-9001 საერთაშორისოდ აღიარებული ხარისხის მენეჯმენტის სისტემის სტანდარტი. ISO -22000 საერთაშორისოდ აღიარებული სურსათის უვნებლობის მენეჯმენტის სისტემის სტანდარტი).

აღნიშნული სერტიფიკატების საფუძველზე, „ექსტრა მითი“ შედის საქართველოს მასშტაბით კომპანიათა იმ ოთხეულში, რომლებიც საერთაშორისო ხარისხსა და სტანდარტს აკმაყოფილებს კვების პროდუქტების წარმოებაში.

პროდუქციის ხარისხზე მეტყველებს ასევე არაგენმოდიფიცირებულობის გარანტი NON GMO.

კომპანია მომხმარებლის ნდობის შესანარჩუნებლად კვლავ აქტიურად განაგრძობს არჩეული პრინციპებითა და სტანდარტებით მუშაობას. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია ავირჩიოთ ჯანსაღი ცხოვრება ჯანსაღ პროდუქტთან ერთად.


ნანახია: 3931-ჯერ

მსგავსი სიახლეები
იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge ხორცპროდუქტების კომპანია 'ექსტრა მითი'-ს ფინანსური მხარდაჭერით, გთავაზობთ
იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge ხორცპროდუქტების კომპანია 'ექსტრა მითი'-ს ფინანსური მხარდაჭერით, გთავაზობთ
იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge ხორცპროდუქტების კომპანია 'ექსტრა მითი'-ს ფინანსური მხარდაჭერით, გთავაზობთ
იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge ხორცპროდუქტების კომპანია 'ექსტრა მითი'-ს ფინანსური მხარდაჭერით, გთავაზობთ
იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge ხორცპროდუქტების კომპანია 'ექსტრა მითი'-ს ფინანსური მხარდაჭერით, გთავაზობთ
იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge ხორცპროდუქტების კომპანია 'ექსტრა მითი'-ს ფინანსური მხარდაჭერით, გთავაზობთ

ამინდი