Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

სოსისი 'საბავშვო'-კომპანია 'ექსტრა მითი'-ს საჩუქარი თქვენი პატარებისთვის

თარიღი : 25-06-2016, 21:41 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა, რეკლამა   
topnews.com.ge
შვილების ჯანმრთელობაზე ზრუნვის გარდა, მშობლებისთვის არანაკლებ საზრუნავს წარმოადგენს მათთვის ისეთი საკვები პროდუქტების მიწოდება, რომელიც ბავშვების სიცოხლეს საფრთხეს არ შეუქმნის. დღეს არსებული რეალობის გათვალისწინებით კი, მშობლები მართლაც რთული ამოცანის წინაშე დგანან, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ხორცპროდუქტები თქვენი შვილების მხრიდან დიდი სიყვარულითა და მოწონებით სარგებლობს. ესეც რომ არ იყოს, ხორციანი საკვები ადამიანის და განსაკუთრებით ბავშვების რაციონისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია.

თუ თქვენ სწორედ ასეთი საზრუნავის წინაშე დგახართ და თქვენი დილაც იმ კითხვით იწყება, სუპერმარკეტებსა თუ მარკეტებში დახლზე გასაყიდად გამზადებული უამრავი პროდუქტიდან რომელს მიანიჭოთ უპირატესობა, ჩათვალეთ, რომ პრობლემა არ არსებობს. პრობლემა არ არსებობს, რადგან დაახლოებით ერთი თვეა, რაც ხორცპროდუქტების კომპანია "ექსტრა მითმა" სპეციალურად ბავშვებისთვის განკუთვნილი სოსისი- "საბავშვო" გამოუშვა.

კომპანიამ საბავშვო სოსისის წარმოება მას შემდეგ დაიწყო, რაც სურსათის ეროვნული სააგენტოსგან შესაბამისი ლიცენზია მიიღო.

"სოსის "საბავშვო"-ს შეძენა საქართველოს მასშტაბით ნებისმიერ სავაჭრო ობიექტში არის შესაძლებელი. ჩვენთვის განსაკუთრებით საამაყოა ის, რომ სოსისი ეკოლოგიურად სუფთა, ნატურალურ ნედლეულზეა დამზადებული და არ შეიცავს საკვებ დანამატებს," - აცხადებენ კომპანია "ექსტრა მითში".

აქვე გეტყვით, რომ კომპანია "ექსტრა მითი" კვების პროდუქტების მწარმოებელი, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი, ევროპული ხარისხის საწარმოა. "ექსტრა მითში" წარმოება 3 ძირითადი მიმართულებით მიმდინარეობს: ხორცპროდუქტები; თევზის პროდუქტები; ნახევარფაბრიკატები. კვების პროდუქტების ბაზარზე წარმოდგენილი მაღალხარისხიანი 100-მდე დასახელების ნატურალური პროდუქტით კომპანია საპატიო ადგილს იკავებს კონკურენტებს შორის.

უნდა ითქვას ისიც, რომ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისმა ძვირადღირებულმა დანადგარებმა, საზღვარგარეთ კვალიფიცირებულმა ტექნოლოგებმა, საქმისადმი ერთგულმა თანამშრომლებმა, სწორად წარმართულმა საწარმოო პროცესმა და მართებულად დაგეგმილმა მენეჯმენტმა კომპანიას უმოკლეს ვადებში მიაღებინა მნიშვნელოვანი საერთაშორისო სერტიფიკატები. აღნიშნული სერტიფიკატების საფუძველზე კი „ექსტრა მითი“ საქართველოს მასშტაბით კომპანიათა იმ ოთხეულში შედის, რომლებიც კვების პროდუქტების წარმოებაში საერთაშორისო ხარისხსა და სტანდარტს აკმაყოფილებენ.

თუმცა ეს არ არის ყველაფერი, რადგან კომპანია მომხმარებლის ნდობის შესანარჩუნებლად კვლავ აქტიურად განაგრძობს არჩეული პრინციპებითა და სტანდარტებით მუშაობას. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია ავირჩიოთ ჯანსაღი ცხოვრება ჯანსაღ პროდუქტთან ერთად.

R


ნანახია: 2419-ჯერ

მსგავსი სიახლეები
კომპანია 'ექსტრა მითში' წარმოება 3 ძირითადი მიმართულებით მიმდინარეობს: ხორცპროდუქტები; თევზის პროდუქტები და ნახევარფაბრიკატები.
კვების პროდუქტების მწარმოებელ, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილ, ევროპული ხარისხის საწარმო 'ექსტრა მითში' წარმოება 3 ძირითადი
იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge ხორცპროდუქტების კომპანია 'ექსტრა მითი'-ს ფინანსური მხარდაჭერით, გთავაზობთ
იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge ხორცპროდუქტების კომპანია 'ექსტრა მითი'-ს ფინანსური მხარდაჭერით, გთავაზობთ
იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge ხორცპროდუქტების კომპანია 'ექსტრა მითი'-ს ფინანსური მხარდაჭერით, გთავაზობთ
იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge ხორცპროდუქტების კომპანია 'ექსტრა მითი'-ს ფინანსური მხარდაჭერით, გთავაზობთ

ამინდი