ზესტაფონელი მოზარდი მდინარეში დაიხრჩო
თარიღი : 25-06-2016, 20:04 | კატეგორია: ახალი ამბები

ზესტაფონში მცხოვრები 17 წლის მოზარდი ქუთაისში მდინარე წყალწითელაში დაიხრჩო. შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა.
როგორც ცნობილია, ახალგაზრდა მამაკაცს ჩაყვინთვის დროს ფილტვები გაუსკდა.
თვითმხილველების თქმით, მოზარდი მდინარეზე დასთან და ნათესავთან ერთად იმყოფებოდა.
როგორც გარდაცვლილის მშობლები ამბობენ, მათ შვილს ბავშვობიდან სუსტი ფილტვები ჰქონდა.
გვამს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა.
ნათია სვანიძე