Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'სპეციალურმა სერვისებმა' ქუთაისში, მდინარე ოღასკურას გაწმენდა გააგრძელა

თარიღი : 25-06-2016, 15:12 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ა(ა)იპ "სპეციალურმა სერვისებმა" ქუთაისში, მდინარე ოღასკურის გაწმენდითი სამუშაოები ჯავახიშვილის ქუჩიდან განაახლა.

"წინა სამუშაოების მსგავსად, ეს სამუშაოებიც რამდენიმე ეტაპად განხორციელდება. პირველ ჯერზე გაიწმინდება ხეობასთან მისასვლელი გზა, რათა სპეც.ტექნიკამ შეძლოს უშუალოდ კალაპოტიდან ნარჩენების ამოღება," - აცხადებს "სპეციალური სერვისები"-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი მჟავანაძე.
http://www.picz.ge/img/s2/1606/25/f/f33780b49780.jpg


სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე "სპეციალური სერვისების" გენერალური დირექტორი გელა გაგუა გაეცნო. მისი თქმით, გაწმენდით სამუშაოებს პერმანენტული ხასიათი ექნება და როდესაც კლიმატური პირობები საშუალებას, მაშინ ჩატარდება.
http://www.picz.ge/img/s4/1606/25/9/98d60b06aa70.jpg

„წელს დაიწყო მდინარის კალაპოტის გაწმენდა. სამუშაოები პერმანენტულ ხასიათს შეიძენს და მაშინ განახლდება, როცა კლიმატური პირობები წმენდის საშუალებას მოგვცემს,“-აცხადებს გაგუა.

ცნობისთვის, მდინარის ხეობის 1600 მეტრიანი ზოლი ავტოქარხნის დასახლებაში გასული წლის ბოლოს გაიწმინდა.

ხატია ბანძელაძე


ნანახია: 1890-ჯერ

მსგავსი სიახლეები
საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, მდინარე ოღასკურის კალაპოტის გაწმენდითი სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ 'სპეციალური
სამუშაოები ა(ა)იპ 'სპეციალურმა სერვისებმა" განახორციელა.
შეგახსენებთ, რომ მდინარე ოღასკურას კალაპოტის გაუწმენდაობის გამო, უხვი ნალექის დროს, მდინარე მოსახლეობას აზარალებდა.
სპეც-ტექნიკის მეშვეობით ფართოვდება მდინარის ხეობა და იწმინდება კალაპოტი.
კომპანიის მიერ მდინარის გაწმენდითი სამუშაოები არაერთხელ განხორციელდა.
სამუშაოების განხორცილელება სპეც–ტექნიკის დახმარებით მიმდინარეობს.