'მინდა ყველა გულში ჩაგიკრათ'-თერჯოლის გამგებელი ბავშვებს
თარიღი : 24-06-2016, 18:29 | კატეგორია: ახალი ამბები

თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგებელი თეიმურაზ ჯაფარიძე ნახშირღელის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენელთან სერგო ნიკოლაძესთან, ა(ა)იპ სკოლამდელი აღზრდის მუნიციპალური ცენტრის დირექტორ მაია თორთლაძესა და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად ნახშირღელის საბავშვო ბაღის გამოსაშვები ჯგუფის ღონისძიებას დაესწრო.
ბაღის მოსწავლეებმა ქართული და უცხოური საცეკვაო ნომრები, ლექსები და სიმღერები შეასრულეს.
ბაღის დირექტორმა დოდო ბერძულმა მადლობა გადაუხადა თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგებელს გამოჩენილი ყურადღებისათვის.
„ამ პატარებმა ჩემი ყურადღება თავისი სილამაზითა და გონიერებით მიიქციეს. დაუვიწყარი ღონისძიება იყო. მინდა, გზა დაგილოცოთ მომავალი ცხოვრებისაკენ“.
ნახშირღელის საბავშვო ბაღში 3 ჯგუფი ფუნქციონირებს, რომელთაგანაც პირველკლასელის სტატუსს 30 ბავშვი მოირგებს.

NS