ქუთაისს მერის მოვალეობის ახალი შემსრულებელი ეყოლება
თარიღი : 2-11-2013, 16:50 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ორშაბათიდან ქუთაისს მერის მოვალეობის ახალი შემსრულებელი ეყოლება. კოტე ლომიძეს, რომელიც ამ დრომდე ქალაქის ხელმძღვანელის ფუნქციას ასრულებდა, უფლებამოსილების ვადა 4 ნოემბერს გასდის.
როგორც Topnews.com.ge-სთვის გახდა ცნობილი, მერის მოვალეობის შემსრულებლის სავარძელს ერთ-ერთი ვიცე-მერი გია შარაბიძე დაიკავებს. შარაბიძე ქალაქის მერიაში ეკონომიკურ გუნდს კურირებს. ამ ეტაპზე ვიცე-მერი ამბობს, რომ ის ინფორმაციას არც უარყოფს და არც ადასტურებს.
„ქალაქს ოთხი ვიცე-მერი ჰყავს და მერის მოვალეობის შემსრულებლად ოთხივეს კანდიდატურა განიხილება. მე ამის წინააღმდეგი ვარ, მაგრამ თუ ჩემზე მიიღებენ გადაწყვეტილებას, მე დავეთანხმები. პასუხისმგებლობას არ გავურბივარ,“ - ამბობს გია შარაბიძე.
ცნობისთვის, მიმდინარე წლის 11 სექტემბერს, დიმიტრი კოპალიანის მიერ თანამდებობის დატოვების შემდეგ ქუთაისმა მერის მოვალეობის შემსრულებელი ორჯერ შეიცვალა.