Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისელ კადეტებს ლიცეუმის დასრულება თინათინ ხიდაშელმა მიულოცა

თარიღი : 24-06-2016, 14:20 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
ქუთაისში, კადეტთა სამხედრო ლიცეუმს საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი ესტუმრა.

ხიდაშელი საწავლო წლის დამთავრებასთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო ცერემონიალს დაესწრო.

თავდაცვის მინისტრმა კადეტებს ლიცეუმის დასრულება მიულოცა და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია თითოეული კურსდამთავრებული ქვეყნის სამსახურში დარჩეს.

კადეტთა ლიცეუმში სწავლა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მეთოდიკით მიმდინარეობს. კადეტებმა დამატებითი პროგრამით ფიზიკური მომზადების, ისტორიის, სამხედრო საქმის, ტოპოგრაფიისა და ინფორმატიკის კურსი გაიარეს. მათ სამხედრო საველე მეცადინეობებიც ჩაუტარდათ, სადაც ტექნიკური, საცეცხლე, საინჟინრო, სამედიცინო მომზადება და კავშირგაბმულობა შეისწავლეს.

ცნობისთვის, 2012 წლის შესარჩევი კონკურსის შედეგად, კადეტთა სამხედრო ლიცეუმში 120 კადეტი ჩაირიცხა.


ნანახია: 1566-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით დღეს ქვეყნის პრეზიდენტი ქუთაისში, კადეტთა სამხედრო ლიცეუმში მივიდა.
საიუბილეო ღონისძიებებს თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელი პირები, ასევე,
სამხედრო ბაზებზე თავდაცვის მინისტრთან ერთად ტელერეპორტიორებიც იცხოვრებენ.
თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ქართული საზოგადოება მხარში უდგას ჯარს და ჯარი და თავდაცვა თანხმობის წერტილს წარმოადგენს.

ამინდი