Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

სასტუმროების საერთაშორისო ბრენდის ვაკანსიები ქუთაისში

თარიღი : 24-06-2016, 13:30 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
ქუთაისში სასტუმროების საერთაშორისო ბრენდი ვაკანსიებს აცხადებს.

ვაკანსიები შემდეგ პოზიციებს შეეხება: შეფი, მიმტანი, დალაგების დეპარტამენტის ზედამხედველი, ჭურჭლის მრეცხავი, დიასახლისი, F & B მომსახურების კოორდინატორი, გაყიდვების მენეჯერი, სასტუმრო მომსახურების კოორდინატორი.

გამოცხადებულ პოზიციებზე განაცხადების მიღება 21 ივნისს დაწყო და 20 ივლისამდე გაგრძელდება.

ცნობისთვის, სასტუმროების საერთაშორისო ბრენდი ქუთაისში, ე.წ. თეთრი ხიდის ტერიტორიაზე სასტუმროს მშენებლობას ახორციელებს. როგორც ცნობილია, აღნიშნული სასტუმრო იმერეთის რეგიონში პირველი ბრენდირებული სასტუმრო იქნება. მას 40 სტანდარტული და 5 ლუქსის ტიპის ნომერი ექნება. ასევე, სასტუმროს ინფრასტრუქტურა 3 საკონფერენციო დარბაზს, ღია და დახურული ტიპის კაფე-რესტორანს მოიცავს.

მშენებლობა, რომლის ღირებულება 3 მილიონი აშშ დოლარია 2017 წელს დასრულდება.


ნანახია: 4403-ჯერ

მსგავსი სიახლეები
სასტუმროს, რომელიც ქალაქის ისტორიულ ცენტრში განთავსდება, 40 სტანდარტული და 5 ლუქსის ტიპის ნომერი ექნება.
სასტუმროს ინფრსტრუქტურა 3 საკონფერენციო დარბაზს, ღია და დახურული ტიპის კაფე-რესტორანს მოიცავს.
ცერემონია ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში 20:30 საათზე გაიმართება.
სასტუმრო, რომელიც „ბაზისბანკის“ კრედიტით შენდება, 32 ოთახზეა გათვლილი და 60- მდე სტუმრის ერთდროულად მიღება შეუძლია. შენობაში
ქუთაისის ცენტრალურ ნაწილში, თეთრი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე წარმოდგენილ სასტუმროში, განთასებული იქნება 125 ნომერი

ამინდი