თერჯოლაში ადმინისტრაციულ ერთეულებს შორის შეჯიბრი მოეწყო
თარიღი : 24-06-2016, 10:43 | კატეგორია: ახალი ამბები

23 ივნისს თერჯოლის მუნიციპალიტეტში, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებს შორი საერთაშორისო ოლიმპიური დღისადმი მიძღვნილი ჩემპიონატი გაიმართა კალათბურთში. ჩემპიონატს თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგებელი თეიმურაზ ჯაფარიძე, საქართველოს პარლამენტის წევრი ომარ ნიშნიანიძე, საკრებულოში ქალაქ თერჯოლის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ლილუაშვილი, გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი გურამ თურქაძე და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი სხვა პირები ესწრებოდნენ.

ჩემპიონატში, რომელიც თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით ჩატარდა, საპრიზო ადგილები შემდეგნაირად განაწილდა:
1. თერჯოლა-I;
2. რუფოთი;
3. ძევრი.
საპრიზო ადგილებზე გასულ გუნდებს დიპლომები და ფულადი პრიზები გადაეცათ.
NS