Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

სპექტაკლით გადმოცემული მოწოდება ერთმანეთის გვერდით დგომაზე-ხარაგაულის თეატრი იმერეთის თეატრალურ ფესტივალზე

თარიღი : 23-06-2016, 20:18 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
თეატრალური ფესტივალი „თეატრალური იმერეთი 2016" გრძელდება. ფესტივალის ფარგლებში, ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენაზე ხარაგაულის სახალხო თეატრის დასმა სპექტაკლი „სათაგური“ წარმოადგინა.

სპექტაკლი “სათაგური” ერთი ქართველი გლეხის სახლის სხვენზე მომხდარ ფანტასტიკურ ისტორიას მოგვითხრობს. კერძოდ, სათაგურში გამომწყვდეული თაგვის გადარჩენისათვის თავგანწირული მეგობრების შესახებ. წარმოდგენის მიზანს ნებიმიერი ასაკის მაყურებლისათვის დადებითი განწყობის შექმნის გარდა, იმის სწავლაც წარმოადგენს, როგორ უნდა დაუდგნენ მხარში ერთმანეთს ადამიანები. ეს ამბავი საუკუნეზე მეტი ხნის წინ უამბო ბავშვებს დიდმა ქართველმა მწერალმა ვაჟა-ფშაველამ.

სპექტაკლის რეჟისორის ირინა ჩხეიძის თქმით, იმერეთის თეატრალური ფესტივალისთვის ხარაგაულის სახალხო თეატრი მთელი წლის განმავლობაში ემზადებოდა.

"მთელი წლის განმავლობაში ვემზადებით ამ ფესტივალისთვის. ვნახულოთ სხვა სპექტაკლებს და ვიზიარებთ გამოცდილებებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი თეატრისთვის. დღევანდელი სპექტაკლი დიდი თეატრის მომავალმა ცვლამ წარმოადგინა. მესხიშვილის თეატრში თამაში ჩვენთვის დიდი ზეიმია," - განაცხადა რეჟისორმა.

ფესტივალი „თეატრალური იმერეთი 2016“ 20 ივნისს დაიწყო. 7 ივლისის ჩათვლით მაყურებელს იმერეთის სხვადასხვა მუნიციპალიტეტის თეატრის მიერ წარმოდგენილი სპექტაკლების ნახვის საშუალება ყოველდღე ექნება.

ხატია ბანძელაძე


ნანახია: 769-ჯერ

მსგავსი სიახლეები
თეატრალური იმერეთი 2016"-ის ფარგლებში წელს თეატრებმა 18 სპექტაკლი წარმოადგინეს.
იმერეთის თეატრალური ფესტივალი უკვე მეშვიდე წელია ყოველწლიურად იმართება.
'თეატრალური იმერეთი 2016' ორი კვირა გაგრძელდება. ამ ხნის განმავლობაში მაყურებელი სხვადასხვა თეატრის დასის მიერ წარმოდგენილ 18
თეატრალური ფესტივალი 20 ივნისს დაიწყო და 7 ივლისამდე გაგრძელდება.
იმერეთში 20 ივნისიდან 7 ივლისამდე თეატრალური ფესტივალი გაიმართება.
იმერეთის რეგიონში 'თეატრალური იმერეთი' უკვე მეშვიდედ, იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციისა და მუნიციპალიტეტების მხარდაჭერით ტარდება.
ქუთაისის ყველაზე მსხვილი უფასო სასადილო ხვალიდან ბენეფიციარებს ვეღარ მიიღებს. 650 ადამიანი კი სავარაუდოდ, საკვების გარეშე დარჩება.
'ქუთაისის ა(ა)იპ მადლიერების სახლში ბენეფიციართა მომსახურება ჩვეულებრივ რეჟიმში გრძელდება,' - ინფორმაციას ამის შესახებ მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
ეროვნული მოძრაობის წევრები სამხედროს გადატრიალებისას დაღუპული ადამიანების მკვლელობების გამოძიებას და მათთვის, ისევე როგორ მათი ოჯახის წევრებისასთვის, სტატუსის

ამინდი