'ვგულშემატკივრობ საქართველოს' ქუთაისიდან
თარიღი : 23-06-2016, 19:55 | კატეგორია: ახალი ამბები

საერთაშორისო ოლიმპიურ დღესთან დაკავშირებით, ქუთაისში დღის განმავლობაში სხვადასხვა ღონისძიება გაიმართა. დეპუტატებისა და სპორტსმენების მონაწილეობით გამართული ოლიმპიური გარბენის შემდეგ, დღე სპორტის მუზეუმში „საქართველო ოლიმპიურ თამაშებზე“ ამგვარი სახელწოდებით მოწყობილი გამოფენით გაგრძელდა, ხოლო საღამოს ოლიმპიური დღისადმი მიძღვნილი ბრაზილიური ცეკვებით დასრულდა.
„ამ ღონისძიებით დღეს ქუთაისმა მოუწოდა საზოგადოებას, მხარი დაუჭირონ საქართველოს ოლიმპიურ თამაშებზე ბრაზილიაში,“-განაცხადა იმერეთში ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელმა რევაზ რობაქიძემ.
დღესვე, ქუთაისში პროექტის- "ვგულშემატკივრობ საქართველოს" ფარგლებში სპეციალურად დამზადებული ბანერი სიმბოლურად გაიხსნა. სიმბოლურად აინთო ოლიმპიური ცეცხლიც.
ცნობისთვის, 23 ივნისს საერთაშორისო ოლიმპიური დღე აღინიშნება. ქუთაისი აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით მიძღვნილ ღონისძიებებში ყოველწლურად მონაწილეობს.
ხატია ბანძელაძე