თერჯოლის გამგებელმა თერჯოლაში გარბენის მონაწილეებს საჩუქრები გადასცა
თარიღი : 23-06-2016, 14:44 | კატეგორია: ახალი ამბები

თერჯოლის მუნიციპალიტეტში საერთაშორისო ოლიმპიურ დღესთან დაკავშირებით მიძღვნილი 1000 მეტრიანი გარბენი ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობის მიღება ყველა მსურველს შეეძლო. მონაწილეებმა სტარტი სადგურის მიმდებარე ტერიტორიიდან აიღეს და №1-ელ საჯარო სკოლასთან დაასრულეს. გარბენში, რომელიც საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის ინიციატივით და თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით ჩატარდა, მონაწილეობდა 11-დან 75 წლამდე 29 მოხალისე, მათ შორის საქართველოს პარლამენტის დეპუტატი ომარ ნიშნიანიძე.

თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგებელმა თეიმურაზ ჯაფარიძემ გამარჯვებულებსა და მონაწილეებს სიგელები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა
NS

თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგებელმა თეიმურაზ ჯაფარიძემ გამარჯვებულებსა და მონაწილეებს სიგელები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა
NS