ბიძინა ივანიშვილი: საქართველოს მომავალი პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილია
თარიღი : 2-11-2013, 15:16 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ახალი პრემიერ–მინისტრის ვინაობა ცნობილია. აღნიშნულ თანამდებობაზე მოქმედმა პრემიერმა ივანიშვილმა, შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაასახელა.
მომავალი პრემიერ–მინისტრის ვინაობა ივანიშვილმა დღეს შეუთანხმა პოლიტსაბჭოს და საპარლამენტო უმრავლესობას.
ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე 2012 წლის 25 ოქტომბრიდან იყო.
დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა ფაკულტეტი. შემდეგ სწავლა პარიზში, სორბონის უნივერსიტეტში გააგრძელა. საქართველოში „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, 2004 წლის გაზაფხულზე დაბრუნდა და მუშაობა საქველმოქმედო ფონდ „ქართუში“ ლოჯისტიკის დეპარტამენტის მენეჯერის ასისტენტად დაიწყო. 2005 წელს ბიძინა ივანიშვილის თანაშემწე და „ქართუს“ პრეზიდენტი გახდა. დაარსების დღიდან პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საინიციატივო ჯგუფის წევრია
შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილი პრემიერ-მინისტრის პოსტიდან წასვლას, 22 ნოემბერს გეგმავს. კოალიციის ლიდერი საქმიანობის გაგრძელებას სამოქალაქო სექტორში აპირებს.