Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ხარაგაულში სათავგადასავლო ტურ-თამაშები გაიმართა

თარიღი : 23-06-2016, 11:37 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
ხარაგაულში სათავგადასავლო ტურ-თამაშები დასრულდა

ხარაგაულის კინოთეატრში „სათავგადასავლო ტურ-თამაშების“ მონაწილეთა დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა.

დაჯილდოების ცერემონიალს გამგებლის მრჩეველი ტურიზმის საკითხებში მამუკა ჭიპაშვილი უძღვებოდა. ცერემონიალზე ნაჩვენები იყო თამაშების დროს გადაღებული კურიოზები, ფოტო და ვიდეო კოლაჟები. დასკვნით ეტაპზე გამოვლინდნენ თამაშში გამარჯვებული გუნდები. პირველი ადგილის მფლობელი გახდა თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელი ძევრის საჯარო სკოლის გუნდი, მეორე ადგილზე გავიდა ზესტაფონის სოფელ საქარის საჯარო სკოლის გუნდი, ხოლო მესამე ადგილის მფლობელი ხარაგაულის N2 საჯარო სკოლის გუნდი გახდა.

სათავგადასავლო ტურ-თამაშების ორგანიზატორებს ხარაგაულის განვითარებისა და შიგა ტურიზმის ხელშეწყობის ცენტრი (დირექტორი ბერიკა თურმანიძე), გამგეობის კულტურის სამსახური და საგანმანათლებლო რესურსცენტრი წარმოადგენენ.

შეგახსენებთ, რომ „სათავგადასავლო ტურ-თამაშების“ ფინალური შეხვედრა ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკში 2 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში 5 საჯარო სკოლის გუნდი იღებდა მონაწილეობას.
http://www.picz.ge/img/s1/1606/23/d/d36e0daaae43.jpg


სათავგადასავლო ტურ-თამაშები ხარაგაულში მეოთხე წელია ტარდება.


ნანახია: 1677-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ხარაგაულის კინოთეატრში ინტელექტ-ჩემპიონატ 'ეტალონის' ნახევარფინალური შეხვედრა გაიმართა.
"მოყვარულთა თასის" გათამაშებაში საქართველოს ყველა რეგიონის 46 მუნიციპალიტეტის 250 სამოყვარულო საფეხბურთო გუნდი იღებს მონაწილეობას.

ამინდი