გოგი წულაია: ქუთაისის მერიაში უსაქმურების შენახვაზე ათასები იხარჯება

პარტია „თავისუფალი საქართველოს“ იმერეთის წარმომადგენლობა ქუთაისში, სხვადასხვა დაწესებულებათა ააიპების გაუქმებას ითხოვს.
როგორც პარტიის იმერეთის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი გოგი წულაია განმარტავს, ქალაქში არსებული მერიის დაქვემდებარებაში მყოფი სპორტული და კულტურულ დაწესებულებათა გაერთიანებებისათვის ბიუჯეტიდან ფულის გამოყოფა ზედმეტი ხარჯია, როდესაც აღნიშნული სფეროების კურირება ქუთაისის მერიის სპორტისა და კულტურის სამსახურებს შეუძლიათ.
გოგი წულაიას თქმით, პარტიამ ააიპებიდან (არაკომერციული, არამომგებიანი იურიდიული პირი) წლის განმავლობაში თანამშრომლებზე გაცემული პრემიების შესახებ ინფორმაცია გამოითხოვა.
„წერილზე მხოლოდ სპორტული ააიპიდან გვიპასუხეს. როგორც ირკვევა, სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების ადმინისტრაციაში მყოფ 10 კაცს 34 000 ლარამდე პრემია აქვს აღებული, როცა იმ 400-მდე მწვრთნელ-მასწავლებელზე, რომლებიც მართლა შრომობენ, 23 000 ლარის პრემიაა გაცემული. ააიპებში ფული უსაქმურების შენახვას ხმარდება, როდესაც უფულობის მიზეზით მუზეუმებში ექსპონატები ფუჭდება. მე მივმართავ ქალაქის ხელისუფლებას, გაუმქდეს აიპები და გამოთავისუფლებული თანხები ამ მიმართულებების განვითარებას მოვახმაროთ,“ - ამბობს წულაია.