Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

იმერეთის მუნიციპალიტეტები ხელნაწერ 'ვეფხისტყაოსანს' შექმნიან

თარიღი : 22-06-2016, 13:38 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში რეგიონის მუნიციპალიტეტების კულტურის სამსახურის უფროსებს პროექტი- "სჯობს სახელისა მოხვეჭა, ყოველსა მოსახვეჭელსა" გააცნეს. შეხვედრას ვიცე–გუბერნატორი გიორგი ჭიღვარია ესწრებოდა.

"იუნესკომ 2016 წელი შოთა რუსთაველის წლად გამოაცხადა. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ჭიათურის მუნიციპალიტეტმა აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო თეატრთან ერთად, ხელნაკეთი "ვეფხისტყაოსნის" შექმნა გადაწყვიტა. "ვეფხისტყაოსანი" უკვე იწერება ჭიათურასა და საჩხერეში. პროექტში თითოეული მუნიციპალიტეტის ჩართულობაა აუცილებელი. პოემის ერთი სტროფის გადაწერა ყველა პროფესიისა და ასაკის ადამიანს შეუძლია," - აცხადებენ სამხარეო ადმინისტრაციაში.

დღესვე, მუნიციპალიტეტების კულტურის სამსახურის უფროსებს პროექტში მონაწილეობის მისაღებად სპეციალური ფურცლები, კალმები და მელნები გადაეცათ.


ნანახია: 1615-ჯერ

მსგავსი სიახლეები
'გადამწერის სახელი და გვარი წიგნში დაფიქსირდება და მას ისტორია შემოინახავს.'
პროექტი, სავარაუდოდ, სექტემბრის ბოლოს დასრულდება.
იმერეთის გუბერნატორმა სამხარეო ადმინისტრაციაში საგანგებო შტაბი შექმნა.
იუნესკოს გადაწყვეტილებით, 2016 წელი შოთა რუსთაველის წლად გამოცხადდა.

ამინდი