საბავშვო ბაღებში სწავლის შეწყვეტის შემდეგ, ქუთაისში ორი ბაღი იმუშავებს
თარიღი : 22-06-2016, 13:28 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება

ქუთაისში არსებულ 37 საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი მიმდინარე კვირაში, 24 ივნისს შეწყდება.
როგორც ქუთაისის მერიის ბაგა-ბაღების გაერთიანებაში აცხადებენ, ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერით, 27 ივნისიდან 29 ივლისის ჩათვლით, ფუნქციონირებას განაგრძობს საზაფხულო ჯგუფები გაერთიანების N16 (მის. ევდოშვილის N83) და N25 (მის. ხორავას N8 ) ფილიალებში.
მორიგე ბაღებში ბავშვების მისაღებად რეგისტრაცია 22 ივნისიდან 25 ივნისის ჩათვლით, გაერთიანების ადმინისტრაციაში, რუსთაველის N3-ში მოხდება. ამისათვის საჭიროა რეგისტრაციის მსურველებმა ბაგჰა-ბაღების გაერთიანებაში ფილიალში დირექტორის წარმომადგენლის მიმართვა ჩარიცხვის ბრძანების ნომრის მითითებით წარადგინონ.