Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის ყინულის მოედანზე სავარჯიშო პროცესი განახლდა

თარიღი : 22-06-2016, 12:54 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
რამდენიმედღიანი შესვენების შემდეგ ქუთაისის ყინულის მოედანზე სასწავლო პროცესი განახლდა. სასწავლო პროცესის შეჩერება იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ მიმდინარე წლის 1-ლი ივნისიდან ყინულის მოედანი ქუთაისის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების დაქვემდებარებაში გადავიდა.

" აღნიშნულთან დაკავშირებით მოედანზე ინვენტარიზაცია მიმდინარეობდა, რის გამოც დროებით სასწავლო პროცესი შეჩერებული იყო. ორშაბათიდან ვარჯიში განახლდა და ბავშვები შეჯიბრებებისთვის სრული დატვირთვით ემზადებიან," - აცხადებენ სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანებაში.

ყინულის მოედანი სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების მმართველმა ნინო უჩაძემ მოინახულა და ადგილზე სავარჯიშო პროცესს დაესწრო.

ცნობისთვის, ყინულის მოედანი, რომელიც 720 ბავშვზეა გათვლილი, ქუთაისში 2011 წლიდან ფუნქციონირებს. სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანებაში განმარტავენ, რომ რეორგანიზაციის შედეგად ცვლილებები არ შეხებია სპორტულ ჯგუფებს და დაგეგმილ ღონისძიებებს. ბავშვებისათვის ყველა სერვისი ისევ უფასოდ ფუნქციონირებს.


ნანახია: 1773-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისში ყინულის მოედანი 2011 წლიდან ფუნქციონირებს.
განცხადებას ქუთაისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
ყინულის მოედანზე სხვადასხვა ჯგუფში 360-მდე მოსწავლეა გაერთიანებული.
სპორტული გაერთიანების ხელმძღვანელის, კობა ფხაკაძის თქმით, დანადგარი შემსყიდველმა კომპანიამ ევროპიდან უნდა ჩამოიტანოს.

ამინდი