Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში მიწების უცხოელებზე გასხვისების წინააღმდეგ აქციები იწყება

თარიღი : 2-11-2013, 12:22 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
ქუთაისში, უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მქონე ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე მიწების გასხვისების წინააღმდეგ ქალაქში აქციები დაიწყება. ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში „სამართლებრივად და სოციალურად დაუცველთა კავშირის“ თავმჯდომარემ გელა ხუნდაძემ დღეს ბრიფინგი გამართა, სადაც ქუთაისში გამოცხადებული მიწების აუქციონის პირობები გააპროტესტა.
ქუთაისის მერიისა და საკრებულოს საინფორმაციო ენციკლოპედია „ქუთაისში“, რომელიც 2013 წლის 10 ოქტომბრით თარიღდება, ქუთაისში საპრივატიზაციო მიწის ნაკვეთების ნუსხაა მოცემული. ადგილობრივ თვითმმართველობას ქალაქის ცენტრალურ და პერიფერიულ ნაწილებში გასაყიდად 34-მდე მიწის ნაკვეთი აქვს გამოტანილი.
„მორატორიუმი მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო მიწების გასხვისებაზეა გამოცხადებული. რადგან ქუთაისში სასოფლო-სამეურნეო მიწები არ არის, ამით ისარგებლეს ბოროტად ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარემ თამაზ მარგველაშვილმა და მერის მოვალეობის შემსრულებელმა კოტე ლომიძემ. ქუთაისის მოსახლეობას არ აქვს მიწის ყიდვის საშუალება და უცხოეთის მოქალაქეებს უნახავენ. ამ ყველაფერს აკეთებენ „პატრიოტები“, რომლებიც წლების განმავლობაში „ნაციონალები“ იყვნენ და ყველამ ვიცით რანაირი პატრიოტები არიან. უახლოეს დღეებში ჩვენ დავიწყებთ საპროტესტო აქციებსა და გამოსვლებს. აქციები ქალაქის მერიასთან გაიმართება და ქალაქში საინფორმაციო მასალები გამოეკვრება,“ - ამბობს ხუნდაძე.


ნანახია: 2102-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისის საკრებულოს „ნაციონალი“ დეპუტატი გია გოქაძე „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების იმ განცხადებას ეხმაურება, სადაც კოალიცია
იმერეთის რეგიონის სხვადასხვა სოფელში მაცხოვრებლები საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge-სთან საუბრისას აცხადებენ, რომ კუთვნილი
მიწების გასხვისებას ეწინააღმდეგება მოსახლეობა. ადგილობრივების თქმით, ამ შემთხვევაში მათ საძოვარი აღარ ექნებათ და საარსებო წყაროს
დავითაშვილმა მის საარჩევნო პროგრამაზე საუბრისას განაცხადა, რომ პრეზიდენტობის შემთხვევაში მისი პრიორიტეტი ქვეყნის ტერიტორული
ქუთაისის საკრებულოს წევრის გია გოქაძის თქმით, ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარემ თამაზ მარგველაშვილმა ქალაქის მასშტაბით 4 ობიექტი
ქალაქის საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხა დაამტკიცეს.

ამინდი