Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

საჩხერეში 7 კმ-იანი რეაბილიტირებული გზით ექვსი სოფლის მოსახლეობა ისარგებლებს

თარიღი : 21-06-2016, 14:05 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯუანშერ ბურჭულაძემ, საჩხერის მუნიციპალიტეტის 6 სოფლის დამაკავშირებელი 7 კმ-იანი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში მოეწყობა ასფალტ-ბეტონის გზის საფარი, ბეტონის კიუვეტები, ბორდიურები და წყალამრიდი ლითონის მილები. გარდა ამისა, უსაფრთხოების მიზნით, გათვალისწინებულია საგზაო ნიშნების მონტაჟი. პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 3 499 000 ლარია.

”არსებული გზა იმდენად იყო დაზიანებული, რომ მასზე გადაადგილება შეუძლებელი იყო. რეაბილიტაციის შემდეგ საირხის, გორისას, მოძვის, ჯალაურთას, ქორეთის და ჭორვილას მოსახლეობა გადაადგილებას უსაფრთხოდ და კომფორტულად შეძლებს. პროექტზე 60 ადამიანია დასაქმებული, რომელთა უმრავლესობა ადგილობრივი მოსახლეა”, -ნათქვამია ინფორმაციაში.


ნანახია: 1607-ჯერ

მსგავსი სიახლეები
რეაბილიტირებული გზა საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯუანშერ ბურჭულაძემ დაათვალიერა.
წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, წყლის მიწოდების გრაფიკი 1600 ოჯახს გაუუმჯობესდება.
სოფელ ტაბაკინში 3 კილომეტრამდე გზის მონაკვეთი დაიგება, რომელიც ხელს შეუწყობს აღნიშნული სოფლის ტურისტული თვალსაზრისით განვითარებას.
სარეაბილიტაციო მონაკვეთი ბაღდათის მუნიციპალიტეტში მდებარეობს და აჯამეთის სახელმწიფო ნაკრძალისა და სოფელ საიმედოს ტერიტორიაზე

ამინდი