Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის მერიასა და მის დაქვემდებარებულ ააიპებში მილიონ ასი ათასი ლარის პრემია გაიცა

თარიღი : 21-06-2016, 12:33 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიასა და მის დაქვემდებარებულ ააიპებში მიმდინარე წლის განმავლობაში მილიონ ასი ათასი ლარის პრემია და დანამატი გაიცა.

როგორც topnews.com.ge-ს ქუთაისის მერიაში განუცხადეს, წინა წლებისგან განსხვავებით, წელს პრემიების საჯარო მოხელეებზე მასობრივად გაცემის პრაქტიკა დაირღვა და მხოლოდ იმ პირებს დაურიცხეს, რომლებსაც ეკუთვნოდათ.

ვიცე-მერის კონსტანტინე ქავთარაძის თქმით, ყოფილი ხელისუფლების დრო პრემიები ქალაქის მერიაში უფრო მასობრივად იცემოდა.

"პრემიები ჩაერიცხათ მხოლოდ იმათ, ვისაც ეკუთვოდათ. ეს არის კონკრეტული სამსახურები, რომლებიც 24 საათის განმავლობაში თავდაუზოგავად მუშაობენ. ერთადერთი, მერიის ყველა თანამაშრომელზე პრემია გავეცით, როცა iso სერთიფიკატი მივიღეთ. ასევე, ქალბატონებმა სარვამარტოდ მიიღეს პრემიები. დანარჩენი პრემიები და დანამატები გაიცა დამსახურებების მიხედვით,"- განაცხადა კონსტანტინე ქავთარაძე.

topnews.com.ge მკითხველს თვალსაჩინოებისთვის აჩვენებს მერიასა და ასევე იმ ააიპებს, სადაც მიმდინარე წელს პრემიები და დანამატები გაიცა.

ქუთაისის მერია პრემია:423 450 ლარი, დანამატი, 109 557 ლარი.

ააიპ ილია ჭავჭავაძის საჯარო ბიბლიოთეკა 40 262 ლარი.

ააიპ მოსწავლე ახალგაზრდობის პარკი პრემია 4 737 ლარი.

ააიპ სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანება 43 350ლარი.

ააიპ კულტურულ სახელოვნებო დაწესებულება 74 410 ლარი.

ააიპ სპეციალური სერვისები პრემია 168 687 ლარი, დანამატი 31 993 ლარი.

ააიპ ბაგა ბაღების გაერთიანება 185 785 ლარი.

ააიპ საფეხბურთო კლუბი "ტორპედო" 10 433 ლარი.

"პარკინგსერვისი" 19 900 ლარი.


ნანახია: 2139-ჯერ

მსგავსი სიახლეები
საახალწლო პრემიის გარდა, 11 თვის განმავლობაში მერიაში პრემიის სახით გაცემულია 32 850 ლარი, რაც შეეხება დანამატს, მერიაში 265
'ქუთაისის მერის ორმა მოადგილემ 6 თვეში 35 000 ლარამდე პრემია-დანამატი აიღო,' -აღნიშნული სახელწოდებით გავრცელებულ მასალაზე
საკრებულოსგან განსვავებით, გამგეობაში პრემია გაიცა, თუმცა სხვა მუნიციპალიტეტებთან შედარებით, მცირე ოდენობით.
2012 წლის განმავლობაში საჩხერის გამგეობაში დასაქმებულ დაახლოებით 200-მდე თანამშრომელზე პრემია 6-ჯერ გაიცა.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირებსა და თანამრომლებზე 2018 წელს პრემია ან სახელფასო დანამატი არ გაცემულა.
2016 წელს ქუთაისის მერიაში პრემიის სახით 450 455, ხოლო დანამატის სახით 195 541 ლარი გაიცა. ფინანსური წახალისების მეთოდი