ქუთაისში, ჭადრაკში მაია ჩიბურდანიძის სახელობის ტურნირი დასრულდა
თარიღი : 21-06-2016, 12:25 | კატეგორია: ახალი ამბები

13-19 ივნისს ქუთაისის მაია ჩიბურდანიძის სახელობის საჭადრაკო სკოლაში მაია ჩიბურდანიძის თასის გათამაშება 8-10 წლამდე ვაჟთა და გოგონათა შორის გაიმართა.
გათამაშება ფიდეს მოქმედი წესებით, შვეიცარიული სისტემით 7 ტურად ჩატარდა.
საჭადრაკო ფესტივალზე საქართველოს სხვადასხვა ქალაქისა და რაიონის 200-ზე მეტმა მოჭადრაკემ იასპარეზა.
გამარჯვებულები და პრიზიორები მაია ჩიბურდანიძემ, ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა გია გიორგაძემ და იმერეთის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა ზაზა ლომინაძემ დააჯილდოვეს.
მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონის თქმით, ანალოგიური შეჯიბერებები ხელს უწყობს ახალგაზრდა მოჭადრაკეების დაოსტატებასა და განვითარებას.
ჩიბურდანიძემ იმედი გამოთვა, რომ ბავშვები, რომლებიც დღეს დააჯილდოვეს სამომავლოდ დიდოსტატები გახდებიან.
ქუთაისის მერის შოთა მურღულიას თქმით, სამომავლოდ, მაია ჩიბურდანიძის სახელობის საჭადრაკო სკოლის გაფართოება და მისი ჭადრაკის სასახლედ გადაკეთება იგეგმება, რაც მისივე განმარტებით, ქუთაისში ჭადრაკის კიდევ უფრო განვითარებას შეუწყობს ხელს.