Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში 'Loudspeakers'-ი და 'REGGAEON'-ი იმღერებენ

თარიღი : 20-06-2016, 22:52 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, კულტურა   
topnews.com.ge
პროექტ- “Chekck in Georgia”-ს ფარგლებში, 25 ივნისს, 19:00 სთ-ზე ქუთაისში, რეაბილიტირებულ უბანში (თეთრი ხიდის მიმდებარე ტერიტორია) გაიმართება ჯგუფების -"Loudspeakers”-ის და “REGGAEON”-ის კონცერტი.

ჯგუფი „Loudspeakers” 2009 წელს ჩამოყალიბდა, რომლის შემდგომ აქტიურად მოღვაწეობს. მონაწილეობას იღებს სხვადასხვა ფესტივალში როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ.
http://www.picz.ge/img/s4/1606/20/4/44dbaae30b61.jpg

ბენდის წევრები არიან: ლევან ცხვარაძე (გიტარა, ვოკალი); სანდრო წიკლაური (კლავიში); ლევან მამალაძე ( ბას გიტარა); დათო ცომაია ( დასარტყამი ინსტრუმენტები).

ჯგუფი "REGGAEON"-ი 2008 წლის აგვისტოში ჩამოყალიბდა. მისი შექმნის იდეა ჯგუფის ვოკალისტს ლაშა ნოზაძეს ეკუთვნის, რომელმაც შეძლო სხვადასხვა ჯგუფში მიმოფანტული მუსიკოსების გაერთიანება და ერთ ჯგუფად შეკვრა. ჯგუფი "REGGAEON" ერთადერთი ქართული ჯგუფია მთელს კავკასიაში, რომელიც რეგის უკრავს.

ჯგუფის წევრები: ლაშა ნოზაძე (ვოკალი); ვახო თევზაძე (კლავიში); არჩილ ციმახურიძე (სოლო გიტარა); ლევან მიქაბერიძე (ბას გიტარა); ლაშა სხილაძე (დასარტყამი ინსტრუმენტები); ნოდარ კოტრიკაძე ( საყვირი); დავით ხიდაშელი (საქსოფონი).


ნანახია: 3071-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ამ დროისათვის მთელს ამიერკავკასიაში 'რეგიონი' ერთადერთი ჯგუფია, რომელიც ამ ჟანრში მოღვაწეობს.
ჯგუფი უნიკალურ მუსიკას ასრულებს, რომელიც ჯაზის და ქართული ეთნომუსიკის ნაზავს წარმოადგენს.
კონცერტამდე რამდენიმე საათით ადრე, Topnews.com.ge ჯგუფის სოლისტს, ლაშა ნოზაძეს ესაუბრა.
ჯგუფი 'არგო' ერთ-ერთ სიმღერას ლაშა რამიშვილთან ერთად შეასრულებს.
ფესტივალის ფარგლებში, სოფელ ჩუნეშში, ნიკო ლორთქიფანიძის სახლ-მუზეუმში, 17:00 საათიდან ხალხური რეწვის გამოფენები გაიხსნება.
პროექტი 'Check In Georgia'-ს ფარგლებში გაიმართება.

ამინდი