Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'ქართული თეატრის აკვანია ქუთაისი',- ქუთაისში 'თეატრალური იმერეთი 2016' დაიწყო

თარიღი : 20-06-2016, 19:20 | კატეგორია: ახალი ამბები, კულტურა, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ფესტივალი- "თეატრალური იმერეთი 2016" გაიხსნა. მიმდინარე წელს ფესტივალი მესხიშვილის თეატრის დასმა სპექტაკლით- "ჯაზში მხოლოდ ქალიშვილები არიან" გახსნა.

ფესტივალის ჟიურის თავდმჯომარის ნიკოლოზ წულუკიძის განცხადებით, არჩევანის გაკეთება ძნელი იქნება, რადგან როგორც წულუკიძე განმარტავს, ყველა თეატრალური დასი ერთმანეთზე უკეთესია.

"ძალიან რთულია იყო ასეთ პროფესიონალებთან, თუნდაც სახალხო თეატრებში. ვეცდებით შეძლებისდაგვარად კომპეტენეტურები და ობიექტურები ვიყოთ,"- განაცხადა ნიკოლოზ წულუკიძემ.

მიმდინარე წელს თეატრალურ ფესტივალს ცხინვალისა და პოლონეთის ქალაქ ტორუნის გუნდები შემოუერთდნენ.

იმერეთის თეატრალური ფესტივალის ორგანიზატორის ლევან როხვაძის განცხადებით, ფესტივალი თანდათან უფრო მასშტაბური ხდება.

"სანამ ცოცხალი ვიქნები, მანამ ამ საქმეს თავს არ დავანებებ. ქართული თეატრის აკვანია ქუთაისი, რომელიც ნელ-ნელა უფრო აღორძინდება,"-განაცხადა როხვაძემ.

იმერეთის თეატრალურ ფესტივალს მხარს იმერეთის გუბერნია უჭერს. პირველი ვიცე-გუბერნატორის პაატა ნადირაძის თქმით, თეატრალური ფესტივალი უფრო დიდ მასშტაბებს შეიძენს და უფრო მეტი მონაწილე ეყოლება.

ცნობისთვის, იმერეთის თეატრალური ფესტივალი უკვე მეშვიდე წელია ყოველწლიურად იმართება.

ხატია ბანძელაძე


ნანახია: 1350-ჯერ

მსგავსი სიახლეები
თეატრალური ფესტივალი 'თეატრალური იმერეთი 2016' გრძელდება
ფესტივალი 22 მაისიდან 8 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება და თეატრის მოყვარულებს საშუალება ექნებათ 20 სპექტაკლს დაესწრონ.
თეატრალური ფესტივალი 20 ივნისს დაიწყო და 7 ივლისამდე გაგრძელდება.
იმერეთში 20 ივნისიდან 7 ივლისამდე თეატრალური ფესტივალი გაიმართება.
თეატრალური იმერეთი 2016"-ის ფარგლებში წელს თეატრებმა 18 სპექტაკლი წარმოადგინეს.
დაცული ტერიტორიების სააგენტოს ცნობით, კანიონის დათვალიერებას ვიზიტორები დროებით ვეღარ შეძლებენ.
'კლინიკა ბომონდი' პაციენტების სამედიცინო მომსახურებას ახორციელებს შემდეგი მიმართულებებით: ქალთა კონსულტაცია; პოლიკლინიკა; რადიოლოგია; EMERGENCY-გადაუდებელი
პროექტი გერმანული ინვესტიციით განხორციელდება.

ამინდი