ხარაგაულში ქორეოგრაფიული ფესტივალი-'კიდევაც დაიზრდებიან' გაიმართა
თარიღი : 20-06-2016, 15:44 | კატეგორია: ახალი ამბები

ხარაგაულში ახლადრეაბილიტირებულ ღია ესტრადაზე, ქორეოგრაფიული ფესტივალი ,,კიდევაც დაიზრდებიან“ გაიმართა.
ფესტივალი კულტურის ცენტრის ქორეოგრაფების ინიციატივითა და ხარაგაულის კულტურის ცენტრისა და საგანმანათლებლო რესურსცენტრის მხარდაჭერით 2009 წლიდან იმართება.

როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, ფესტივალის მიზანი ქართული ხალხური ცეკვის პოპულარიზაცია, მისი თვითმყოფადობის შენარჩუნება და განვითარებაა.
ფესტივალში ანსამბლები: ,,უბისი“, ,,საუნჯე“ და სხვა მონაწილეობდნენ.

ფესტივალის დასასრულს, ყველა მონაწილეს სიგელები და ფასიანი საჩუქრები გადაეცათ. საჩუქრები მათ ხარაგაულის მუნიციპალიტეტისგანათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსმა ირინე ჩხეიძემ და ა(ა)იპ ,,კულტურის ცენტრის“ დირექტორმა ვასილ კიკნაძემ გადასცა.