Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ძეგლთა დაცვის მინისტრმა და იმერეთის გუბერნატორმა გეგუთის სასახლის კომპლექსში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს

თარიღი : 20-06-2016, 13:54 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ, იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ, ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებელმა კონსტანტინე მამისეიშვილმა, გეგუთის სასახლის სარეაბილიტაციო ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერეს.

ამ ეტაპზე გეგუთის კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრები მიმდინარეობს. ასევე, არქოლოგიური ცენტრი და საიტი ეწყობა.

ივნისსა და ივლისში გეგუთის სასახლის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი დაიწყება, რომელიც არქეოლოგიურ სამუშაოებს გულისხმობს. მეორე ეტაპი კი, რომელიც აღმოჩენილი მასალების კვლევას მოიცავს, აგვისტოდან სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

ცნობისთვის, გეგუთის სასახლის კომპლექსთან 2015 წელს შუშის კონსტრუქცია დამონტაჟდა, რომელიც დამთვალიერებელს საშუალებას აძლევს, ძეგლი პირვანდელი სახით, პერსპექტივაში აღიქვას. გამოყენებული ტექნოლოგია საქართველოში უნიკალურია. ძეგლზე აგრეთვე დამონტაჟდა გარე განათება.

კულტურის მინისტრმა, იმერეთის გუბერნატორმა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა ასევე, გელათის მონასტერი მოინახულეს, სადაც რამდენიმე წელია სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.


http://www.picz.ge/img/s4/1606/20/a/ae5a8ec9468d.jpg


ნანახია: 2050-ჯერ

მსგავსი სიახლეები
გეგუთის სასახლის კომპლექსთან შუშის კონსტრუქცია დამონტაჟდა, რომელიც დამთვალიერებელს საშუალებას მისცემს ძეგლი პირვანდელი სახით
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო მიმდინარე წელს გეგუთის სასახლის გადაუდებელ სარეაბილიტაციო სამუშაოებს იწყებს.
გეგუთის სასახლის რეაბილიტაციის მიზნით, ქუთაისის ეროვნულმა მუზეუმმა გეგუთში არქეოლოგიური სამუშაოები განაახლა. 'კრისტალი' კი
ამის შესახებ ინფორმაცია წყალტუბოს გამგეობას კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს დირექტორის მოადგილემ პაატა გაფრინდაშვილმა
მიმდინარე სამუშაოები კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა მოინახულა.
იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მონიტორინგის ფარგლებში მიმდინარე პროექტები

ამინდი