ქუთაისში მოსახლეობისათვის უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩატარდა
თარიღი : 20-06-2016, 13:23 | კატეგორია: ახალი ამბები

ჰოსპიტალ “მედიქალსიტი“-ში პროფესორ გოჩა ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმებმა ქუთაისის მოსახლეობისათვის უფასო სამედიცინო კონსულტაციები ჩაატარეს. ასევე, გოჩა ინგოროყვამ პროფესორებთან ერთად კლინიკაში კონფერენცია გამართა. აქციის ფარგლებში მოქალაქეებს შესაძლებლობა ჰქონდათ სხვადახვა დარგის ექიმისგან უფასო კონსულტაცია მიეღოთ. კონფერენციას ქუთაისის მერი შოთა მურღულია, პარლამენტარი ომარ ნიშნიანიძე და ,,მედიქალსიტი"-ს ექიმები დაესწრნენ.