ქუთაისში ინოვაციური იდეების შემქნელმა გუნდებმა ფულადი პრიზები მიიღეს
თარიღი : 20-06-2016, 12:34 | კატეგორია: ახალი ამბები

ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ინოვაციური იდეების შესაქმნელად გამოცხადებული კონკურსი დასრულდა. 48 საათის განმავლობაში მიმდინარე ჰაკათონის შედეგად, 12 პროექტი შეიქმნა. საბოლოოდ, ჟიურიმ, რომლის შემადგენლობაში სასწავლებლის რექტორი გიორგი ღავთაძე, "მაიკროსოფტის" წარმომადგენლობის ხელმძღვანელი საქართველოში შოთა მურცხვანიძე, FabLab-ის მენეჯერი გიორგი ჩაჩუა, პროგრამისტი მალხაზ ჯიჯახაძე და დეველოპერი რამინ ჯუღელი შედიოდნენ, სამი პროექტი მოიწონა, ხოლო ერთი პროექტი ქალაქის ვიცე-მერის კოტე ქავთარაძის ფავორიტი გახდა.

კერძოდ, შედეგები ასე გადანაწილდა:
მესამე ადგილი აიღო გუნდ Step By Step-ის მიერ შექმნილმა პროექტმა, რაც ჭკვიანი განათების სისტემის შექმნას იმსახურებს. იგივე პროექტი გახდა ქუთაისის ვიცე-მერის რჩეული პროექტიც.
მეორე ადგილის მფლობელი გახდა პროექტი, რომელიც ქალაქში პარკირების სისტემის მოწესრიგებას ითვალისწინებს.
პირველი ადგილი კი გუნდ Hand For Help-ი გახდა. აღნიშნულმა გუნდმა ხელის ელექტრონული პროტეზი წარმოადგინა.
პროექტი-ATSUHACK, რომელშიც საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, სასწავლებლის სტუდენტური თვითმმართველობის, FABLAB- ATSU-ს, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით განხორციელდა. პროექტის ერთ-ერთ ფინანსურ მხარდამჭერს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრისტალი“ წარმოადგენდა.
ჰაკათონის შედეგად გამარჯვებული იდეების ავტორებს ფულადი პრიზები გადაეცათ.