Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

სექტემბრიდან პენსია 216 ლარი გახდება

თარიღი : 20-06-2016, 11:23 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
„ჩვენ ვმუშაობთ, რომ ყველა დაპირება შევასრულოთ, ძალიან ბევრი დაპირება შესრულდა და ძალიან ბევრი მიმართულებით არის პროგრესი, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ პრობლემებს ვერ ვხედავთ, პირიქით უკეთესად ვხედავთ ვიდრე სხვები” – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური აცხადებს.

მისი თქმით, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის. მინისტრმა პენსიების ზრდაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ პენსია სექტემბრიდან გახდება 216 ლარი მაღალმთიან რეგიონებში მაცხოვრებელი პენსიონერებისთვის.

„ბიუჯეტი არის ყოველწლიური დოკუმენტი და ყოველწლიურად საქართველოს დოკუმენტი სრულდება. მეოთხე ბიუჯეტია, რომელზეც ჩვენ ვმუშაობთ და ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ხალხის მდგომარეობა გაუმჯობესდეს.

პენსია 110 ლარიდან გახდა 180 ლარი და პენსია სექტემბრიდან გახდება 216 ლარი მაღალმთიან რეგიონებში მაცხოვრებელი პენსიონერებისთვის.

ასევე,თანმიმდევრულად იზრდება მასწავლებლების შრომითი ანაზღაურება და ყველა ბავშვი არის უზრუნველყოფილი სახელმძღვანელოთი. პროგრესია, უმაღლესში არსებობს 21 სპეციალობა, სადაც შეიძლება უფასოდ ისწავლო, ყველა სოფელში, სადაც არ არის სკოლა, უზრუნველყოფილი გვყავს მოსწავლეები ტრანსპორტით და მათ 7 და 10 კილომეტრის გავლა ფეხით აღარ უწევთ. ეს არის ნაბიჯები, რომლებსაც ჩვენ ვდგამთ, ეს არის ის დაპირებები, რაც ჩვენ გავეცით და ვასრულებთ, ჩვენ ვმუშაობთ , რომ ყველა დაპირება შევასრულოთ, ძალიან ბევრი დაპირება შესრულდა და ძალიან ბევრი მიმართულებით არის პროგრესი, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ პრობლემებს ვერ ვხედავთ, პირიქით უკეთესად ვხედავთ, ვიდრე სხვები”,-განაცხადა ხადურმა.




bfm.ge


ნანახია: 2021-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ხელისუფლების ცვლილების შემდეგ პენსია ჯამში 50 ლარით გაიზარდა, თუმცა გარდა პენსიისა, მთავრობამ სხვა ბევრი სოციალური პროექტი
პენსიის ზრდა ყველა პენსიონერს შეეხება.
ჯანდაცვის სამინისტროს მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების მიხედვით, 2014 წლისთვის, ყველა ასაკით პენსიონერთათვის სახელმწიფო
ნინო ბურჯანაძის განცხადებით, მარინა ვაშაძე არაჩვეულებრივი იურისტია, იცის ჭიათურის პრობლემები და მოტივირებულია, რომ თავი არ