Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"ეს იყო პირდაპირი დარტყმა წელს ქვემოთ, უხერხულ ადგილას, რომელიც ბურჭულაძემ იკადრა"

თარიღი : 19-06-2016, 15:18 | კატეგორია: ახალი ამბები, სხვადასხვა, რეკლამა   
იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge ხორცპროდუქტების კომპანია "ექსტრა მითი"-ს ფინანსური მხარდაჭერით, გთავაზობთ ჟურნალისტ დათო ლიკლიკაძის საკვირაო რუბრიკას "ჩემი აზრით". აღნიშნულ რუბრიკაში ჟურნალისტი კვირის განმავლობაში განვითარებულ მოვლენებს იუმორისტული კუთხით შეაფასებს.

"პაატა ბიჭო შენცა?

როგორ მეგონა პაატა ბურჭულაძე ერთადერთი იყო, რომლიც ჩუმად თესდა სიკეთეს, მაგრამ არა!!! თურმე იმკის კიდეც. მართალიც არის, როცა რაიმეს თესავ, უნდა მოიმკა. აბა მოსავალი თუ არ აიღე და არ დააბინავე, ქუჩაში ხომ არ დაყრი? მსოფლიო ბანის ეს გადაწყვეტილება, პოლიტიკაში უნდა მოვიდე და პირდაპირ ხელისუფლებაშიო, ცოტა უცნაურია. უცნაურია იმდენად, რამდენადაც კაცს არა აქვს არანაირი გამოცდილება, არანაირი წარსული (ბუნებრივია მის შემოქმედებით მდიდარ ბიოგრაფიას არ ვგულისხმობ). გითხრათ მართალი, ეს იყო პირდაპირი დარტყმა წელს ქვემოთ, უხერხულ ადგილას, რომელიც მომღერალმა იკადრა. ვერ გეტყვით ახლა პაატა ბურჭულაძის სიმღერებზე გავიზარდე-მეთქი, მაგრამ ის კი ნამდვილად ვიცი, რომ მის საქმეში ძალიან ძლიერი იყო, არ დავმალავ გაპოლიტიკოსების გადაწყვეტილებამ ჩემში საბოლოოდ ჩაკლა ქველმოქმედის, როგორც ასეთი განყენებული თემის იდეა. პაატა ბურჭულაძე ჩემი საყვარელი მომღერალი არასოდეს ყოფილა, მაგრამ ამ გარემოებას ხელი არასოდეს შეუშლია მისი არიები მესმინა. ისე ეს კაცი უფრო „ხიტრი“ აღმოჩნდა ქველმოქმედებაშიც, სხვა (ცოცხალი თუ აწ განსვენებული) მეცენატები, თავისი ფულით სჩადიოდნენ სიკეთეს, ეს არა!- მეტიც, ეს ფულს ხალხის სახელით აგროვებდა და თურმე სად აბანდებდა? - პოლიტიკაში!!!

ეჰ ბიჭო პაატა, შენცა?"

კომპანია "ექსტრა მითი" კვების პროდუქტების მწარმოებელი, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი, ევროპული ხარისხის საწარმოა. "ექსტრა მითში" წარმოება 3 ძირითადი მიმართულებით მიმდინარეობს: ხორცპროდუქტები; თევზის პროდუქტები; ნახევარფაბრიკატები. კვების პროდუქტების ბაზარზე წარმოდგენილი მაღალხარისხიანი 100-მდე დასახელების ნატურალური პროდუქტით საპატიო ადგილს იკავებს კონკურენტებს შორის.

თანამედროვე სტანდარტების შესაბამისმა ძვირადღირებულმა დანადგარებმა, საზღვარგარეთ კვალიფიცირებულმა ტექნოლოგებმა, საქმისადმი ერთგულმა თანამშრომლებმა, სწორად წარმართულმა საწარმოო პროცესმა და მართებულად დაგეგმილმა მენეჯმენტმა კომპანიას უმოკლეს ვადებში მიაღებინა ისეთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო სერტიფიკატები, როგორიცაა: HACCP,ISO-9001, ISO -22000.(HACCP - საერთაშორისოდ აღიარებული საფრთხის ანალიზი და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემის სტანდარტი; ISO-9001 საერთაშორისოდ აღიარებული ხარისხის მენეჯმენტის სისტემის სტანდარტი. ISO -22000 საერთაშორისოდ აღიარებული სურსათის უვნებლობის მენეჯმენტის სისტემის სტანდარტი).

აღნიშნული სერტიფიკატების საფუძველზე, „ექსტრა მითი“ შედის საქართველოს მასშტაბით კომპანიათა იმ ოთხეულში, რომლებიც საერთაშორისო ხარისხსა და სტანდარტს აკმაყოფილებს კვების პროდუქტების წარმოებაში.

პროდუქციის ხარისხზე მეტყველებს ასევე არაგენმოდიფიცირებულობის გარანტი NON GMO.

კომპანია მომხმარებლის ნდობის შესანარჩუნებლად კვლავ აქტიურად განაგრძობს არჩეული პრინციპებითა და სტანდარტებით მუშაობას. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია ავირჩიოთ ჯანსაღი ცხოვრება ჯანსაღ პროდუქტთან ერთად.

ნანახია: 2799-ჯერ

მსგავსი სიახლეები
იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge ხორცპროდუქტების კომპანია 'ექსტრა მითი'-ს ფინანსური მხარდაჭერით, გთავაზობთ

აღნიშნული დაავადებით სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყველაზე მაღალია.

ამინდი