"ქუთაისი ნამდვილად 'დაჩექინდა' კულტურულ გალერეაზე"
თარიღი : 19-06-2016, 13:18 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ქუთაისში, პროექტ Check-in Georgia–ს ფარგლებში გამართული ხოსე კარერასის კონცერტი კულტურის მინისტრმა და ქალაქის მერმა შეაფასეს. კარერასმა კონცერტი ვახტანგ კახიძის თბილისის სიმფონიური ორკესტრის თანხლებით გამართა და რამდენიმე არია ქართველ სოპრანოსთან, სალომე ჯიქიასთან ერთად შეასრულა.
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ მოქალაქეებს აღნიშნული ღონისძიების ქუთაისში გამართვა მიულოცა და განაცხადა, რომ ქუთაისი ნამდვილად "დაჩექინდა" კულტურულ გალერეაზე.
"მინდა აღფრთოვანება და ჩემი ემოციები გამოვხატო. მე ვფიქრობ, რომ მთავარია რამდენად კმაყოფილია ხალხი. დღევანდელმა ღონისძიებამ გაამართლა. წლის ბოლომდე წინ გველის ძალიან ბევრი საინტერესო და გამორჩეული ღონისძიება. ეს იქნება მუსიკალური, ქორეოგრაფიული, თეატრალური, კინო, თუ სხვადახვა,"-აცხადებს მიხეილ გიორგაძე.
ქუთაისის მერის, შოთა მურღულიას განცხადებით, ხოსე კარერასის კონცერტმა მოლოდინები სრულად გაამართლა.
,,მინდა მადლობა გადავუხადო კულტურის სამინისტროს, ახალგაზრდებს, რომლებიც ორგანიზებაში გვეხმარებოდნენ. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე კარგად ორგანიზებული კონცერტი, როგორც ფართის განთავსებით, ასევე მოსაწვევების განაწილებით. აქ არის ბევრი გაჭირვებული ადამიანი, რომელიც კულტურის სფეროთი ცხოვრობს და მუსიკის მოყვარულია. მათ მივეცით საშუალება და ჩვენ საჯარო მოხელეებმა ჩვენი მოსაწვევებიც დავუთმეთ ამ ადამიანებს,"-აცხადებს შოთა მურღულია.
კონცერტი ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე ორი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.
ნათია სვანიძე