Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

წყალტუბოს გამგებლის მოადგილეს პოლიტიკური წარსული გაუხსენეს

თარიღი : 18-06-2016, 16:26 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა, მთავარი თემა   
topnews.com.ge
წყალტუბოში, "ქართული ოცნები"-ს მხარდამჭერების განცხადებით, მუნიციპალიტეტის გამგეობაში მაღალ თანამდებობებზე ის ადამიანები მუშაობენ, რომლებიც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერები იყვნენ და "ოცნების" წევრებს აგიტაციის ჩატარებაში ხელს უშლიდნენ.

"ქართული ოცნების" ყოფილი მხარდამჭერის ბექა გორბერიძის განცხადებით, ერთ-ერთი მათგანი წყალტუბოს გამგებლის მოადგილე გენადი ბალანჩივაძეა.

"ქართულ ოცნება"-ს მხარი რომ დავუჭირე, ჩემი სიცოცხლე საფრთხის ქვეშ დავაყენე. ამათ კი, როდესაც ხელისუფლებაში მოვიდნენ, ის ადამიანები დაასაქმეს, რომლებიც არჩევნებამდე ჩვენ გვებრძოდნენ. წყალტუბოს გამგებლის მოადგილე გენადი ბალანჩივაძე 2012-ში რომ "ნაციონლები"-ს მაისურით დარბოდა, დღეს წყალტუბოში თანამდებობით მეორე კაცია. "ქართულ ოცნება"-ს კბილებით ვიცადი, დღეს კი კბილებით დავხევ მათ მაისურს," - აცხადებს გიორბელიძე.

შეგახსენებთ, რომ "ქართული ოცნების" ყოფილმა მხარდამჭერებმა სოფელ ქვიტირში აქცია გამართეს, სადაც პარტიის დატოვებისა და "პატრიოტთა ალიანსში" გადასვლის გადაყვეტილება ჟურნალისტებთან გააჟღერეს. მომხდართან დაკავშირებით, "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო"-ს წყალტუბოს რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ცოტნე ზურაბიანმა განაცხადა, რომ აქციაზე "ქართული ოცნების" მხარდამჭერები არ ყოფილან. ბრალდებებზე საპასუსო კომენტარისთვის topnews.com.ge წყალტუბოს გამგებლის მოადგილეს გენადი ბალანჩივაძესაც დაუკავშირდა, თუმცა მან ჩვენს სატელეონო ზარებს არ უპასუხა.


ნანახია: 3359-ჯერ

მსგავსი სიახლეები
როგორც დღეს გამართულ აქციაზე გაანცხადეს, მმართველმა გუნდმა მათი იმედები ვერ გაამართლა.
„ქართული ოცნების” წყალტუბოს რაიონული შტაბი ენერგეტიკის მინისტრ კახი კალაძეს მოუწოდებს, რომ რაიონში ან თავად ჩავიდეს, ან
”ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” ინფორმაციით, კანდიდატმა წყალტუბოელებთან მიმართვა მილოცვით დაიწყო და ადგილობრივებს 2012
ამის შესახებ ჟურნალისტებთან "ნაციონალური მოძრაობის" წყალტუბოს ორგანიზაციის ხელმძღვანელმა მამუკა საღარეიშვილმა განაცხადა.
პარტიის წყალტუბოს ორგანიზაციის თავმჯდომარემ მაია შალამბერიძემ განაცხადა, რომ მათი პარტიის კოორდინატორ ავთანდილ ედიბერიძეს უცნობმა
მოვალეობის ახალი შემსრულებლები "ქართულ ოცნებას" წინასაარჩევნო კამპანიაში ეხმარებიან

ამინდი