Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

იმერეთის რეგიონიდან ისრაელში დელეგაცია იმყოფებოდა

თარიღი : 18-06-2016, 15:11 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
იმერეთის გუბერნატორის პირველი მოადგილე პაატა ნადირაძე, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებელი ტარიელ თუთარაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე დავით მაღრაძე დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად, სამუშაო ვიზიტით ისრაელის ქალაქ კირიათ ბილიაკში იმყოფებოდნენ. ქართული დელეგაცია ისრაელში კირიათ ბიალიკის მერის ელი დუკორსკისა და ისრაელში ქართული კულტურისა და ხელოვნების ქომაგის შოთა წვენიაშვილის მიწვევით ჩავიდა. ვიზიტის ფარგლებში ქართულ მხარეს შეხვედრები ჰქონდა ისრაელის პარლამენტის თავმჯდომარესთან იული ედელ შტეინთან და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ისრაელში პაატა კალანდაძესთან.

მხარეებმა ორ ქალაქს შორის სამომავლო ურთიერთთანამშრომლობასა და იმ პროექტებზე ისაუბრეს, რომლებიც უახლოეს პერიოდში უნდა განხორციელდეს. მეგობრობის ოფიციალური ხელშეკრულება 2007 წელს გაფორმდა და სხვადასხვა სფეროში აქტიურ თანამშრომლობას ისახავს მიზნად.

ვიზიტის ფარგლებში მხარეებმა დაღუპულ გმირთა ხსოვნის მონუმენტი გვირგვინით შეამკეს. ასევე, დელეგაციამ მოინახულა მაცხოვრის საფლავი, მდინარე იორდანე და ჯვრის მონასტერი.

ისრაელის ქალაქ კირიათ ბილიაკში სპეციალურად ქართული დელეგაციისათვის ღონისძიებაც გაიმართა.


ნანახია: 1581-ჯერ

მსგავსი სიახლეები
მიმდინარე წლის ოქტომბერში ისრაელის დელეგაცია ქუთაისს ეწვევა.
ვიზიტი საქართველო-ისრაელის 26 საუკონოვანი მეგობრობის ფარგლებში შედგა.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ტურისტული პოტენციალის
ვიზიტის ფარგლებში დაიგეგმა ზლინის რეგიონის ხელმძღვანელობის ოფიციალური ვიზიტი იმერეთში.
იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში სლოვაკეთიდან ჩამოსულ დელეგაციას უმასპინძლეს

ამინდი