22 წლის გოგონა, რომელსაც პოლიციის უფროსი დაეჯახა, მართვით სუნთქვაზე იმყოფება
თარიღი : 18-06-2016, 11:01 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

22 წლის სალომე აქირბას ჯანმრთელობის მდგიმარეობა, ამ დროისთვის სტაბილურად მძიმეა.
ექიმის ინფორმაციით, გოგონა მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
სალომე აქირბა, მკურნალობის კურსს დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ცენტრში გადის.
არსებული ინფორმაციით, დედა-შვილი ანაკლიაში გაჩერებაზე იდგა და ზუგდიდისკენ მიმავალ ავტობუსს ელოდებოდა, რა დროსაც სალომე აქირბას მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომანქანა დაეჯახა. მანქანას ანაკლიის პოლიციის განყოფილების უფროსი მართავდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ, რომ ანაკლიის პოლიციის უფროსმა თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე უკვე დატოვა.