Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'საქართველო და ახლო აღმოსავლეთი'-კონფერენცია წერეთლის უნივერსიტეტში

თარიღი : 17-06-2016, 17:20 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლური ფილოლოგიის დეპარტამენტი 25 წლის იუბილეს აღნიშნავს.

როგორც უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი ღავთაძემ აღნიშნა, ინტერესი აღმოსავლური ფილოლოგიის მიმართ ყოველწლიურად იზრდება. მისივე განმარტებით, ეს ხდება იმიტომ, რომ ქვეყანაში ძალიან დიდი ყურადღება საერთაშორისო ურთიერთობებს ეთმობა.

,,მინდა თითოეულ თქვენგანს მოგილოცოთ დღევანდელი დღე. სიმბოლურია, რომ აღმოსავლური ფილოლოგიის მიმართულება უნივერსიტეტში აღნიშნავს 25 წლის იუბილეს და სწორედ 25 წლის წინ მიენჭა აწსუ-ს უნივერსიტეტის სტატუსი,"-აცხადებს ღავთაძე.

აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით, უნივერსიტეტში სამეცნიერო სესია- „საქართველო და ახლო აღმოსავლეთი: ენობრივი და ლიტერატურული ურთიერთობები“ გაიმართა. სესია ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტისა და აღმოსავლეთმცოდნეობის დეპარტამენტის ორგანიზებით მოეწყო.

,,ყველაზე მნიშვნელოვანი, რასაც ერებმა უნდა მიაღწიონ არის კულტურული ღირებულებები. აწსუ-ს აწგარდაცვლილ პროფესორს მაგალი თოდუას უდიდესი წვლილი მიუძღვის აღმოსავლური ფილოლოგიის განვითარებაში. ის იყო მსოფლიო დონის ირანისტი და მისი მეცნიერული ნაშრომები ყველა ირანელისათვის ძალიან მნიშვნელოვანია,"-აცხადებს ირანის საელჩოს კულტურისა და განათლების ატაშე მოჯთაბა ქამრანფარდი.

წერეთლის უნივერიტეტში აღმოსავლური ენების კათედრა 1991 წელს დაარსდა.


ნანახია: 1876-ჯერ

მსგავსი სიახლეები
კონფერენცია აკადემიკოს დიმიტრი უზნაძის დაბადების 130 წლისთავს მიეძღვნა.
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში, ქართულ-გერმანული ცენტრის 20 წლის იუბილესთან
საერთაშორისო კონფერენცია აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტმა, იმერეთის გუბერნატორის
კვირეულის ფარგლებში კონკურსი- „ვინ უკეთ წერს“ და ვიქტორინა- „თუ დაივიწყე ენა ქართული!..“ ჩატარდა.
ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა.

ამინდი