'კრისტალი' ახალგაზრდებს ინოვაციური იდეების შექმნაში ფინანსურ დახმარებას უწევს

ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ინოვაციური პროექტი- ATSUHACK-ი დაიწყო.
პროექტის მიზანი თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების პროცესში ახალგაზრდების ჩართვა და მათი შესაძლებლობების გამოვლენაა.
პროექტში საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის წარმომადგენლები მონაწილეობენ, რომლებიც 48 საათის განმავლობაში ახალი, ინოვაციური იდეების შექმნაზე იმუშავებენ.
პროექტი სტუდენტური თვითმმართველობის, FABLAB- ATSU-ს, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტს ფინანსურ მხარდაჭერას უწევს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრისტალი“.
,,ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი პროექტები როგორც ახალგაზრდობისათვის, ასევე თავად ამ სფეროს განვითარებისათვის. ახალგაზრდებს აქვთ საშუალება თავიანთი იდეები წარმოადგინონ, დაამუშაონ და მიაღწიონ დიდ წარმატებას,“-აცხადებს კონკურსის მონაწილე ალექსანდრე ჯოხაძე.
,,ინოვაციური პროექტებით განებივრებული არ ვართ. წერეთლის უნივერსიტეტთან თითქმის 4 წელია სხვადასხვა პროექტის ფარგლებში ვთანამშრომლობთ. ამ პროექტში მონაწილეობა თავად სტუდენტებმა შემოგვთავაზეს და სიამოვნებით დავეთანხმეთ. ჩვენი კომპანიის სოციალური პასუხისმგებლობაც სტუდენტებისა და განათლების მხარდაჭერას მოიცავს. საბოლოო ჯამში ასეთი პროექტები ხელს შეუწყობს ქვეყნისა და ქალაქის განვითარებას. „კრისტალს“ გააჩნია ინოვაციური განყოფილება, რომელიც მხარს უჭერს ასეთ პროექტებს და ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ ურთიერთობა ამ და სხვა პროექტებთან დაკავშირებით. გვინდა, რომ ეს ურთიერთობა გაღრმავდეს და მხოლოდ ერთი აქციით ან შეჯიბრით არ შემოიფარგლებოდეს,“-აცხადებს „კრისტალი“-ს უფროსი ინოვაციური ოფიცერი მანუჩარ ჩიტაიშვილი.
პროექტი, რომლის საპრიზო ფონდი 8 0000 ლარს შეადგენს, 19 ივნისს დასრულდება. პროექტის შედეგად კი 3 გამარჯვებული გამოვლინდება.
R