Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"მე მიყვარს სუფთა ქალაქი. თუ შენც გიყვარს, არ დაყარო ნაგავი"

თარიღი : 17-06-2016, 13:53 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი ა(ა)იპ "სპეციალური სერვისები"-ს თანამშრომელს საკუთარ გვერდზე პოსტს უძღვნის. ჩანადირი წერს, რომ დასუფთავების სამსახურის თანამშრომელი ციალა კვიცარიძე მეექვსე წელია მეეზოვედ მუშაობს და მისი მოწოდება სუფთა ქალაქზე ზრუნვაა.

"ჩვენ ვმუშაობთ იმისთვის, რომ სუფთა გარემოში ვიყოთ. არ გინდათ, სუფთად იყოთ?-კითხულობს ქუთაისის დასუფთავების სამსახურის თანამშრომელი ციალა კვიცარიძე. ქალბატონი ციალა მე-6 წელია მეეზოვედ მუშაობს. ადრე სკოლაშიც მუშაობდა. სისუფთავე მისი მოწოდებაა. ამიტომაც, ყოველდღე დილით ქუჩების დასაგველად ადრე გამოდის.

"მე მიყვარს სუფთა ქალაქი და დაუღლელად ვმუშაობ. თუ შენც გიყვარს, არ დაყარო ნაგავი" - მოგვმართავს ციალა კვიცარიძე.

მე, რადგანაც მიყვარს ჩემი ქალაქი და გარემო, ნაგვის ძირს დაყრას არ ვაპირებ," - წერს ჩანადირი.
http://www.picz.ge/img/s4/1606/17/5/57c9a8e31285.jpg


"სპეციალური სერვისები"-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ, რომ ორგანიზაცია ქალაქში სუფთა გარემოს შენარჩუნების მიზნით, საინფორმაციო კამპანიას მუდმივად ახორციელებს.

NS


ნანახია: 2739-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის მუნიციპალიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე დასუფთავების მორიგი აქცია გაიმართა
ჩემპიონატთან დაკავსირებით ორგანიზაციის თანამშრომლებისათვის სპეციალური ფორმები შეიკერა.
ქალბატონი ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ პროფესია, რომელსაც ის ემსახურება, მისთვის საამაყოა და ამასთანავე შემოსავლის ერთადერთი
სამუშაოების ფარგლებში, მდინარის ფერდობზე გადაიბელა ხეები და გაიწმინდა ხეობა.

ამინდი