Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე ასფალტის საფარს აგებენ

თარიღი : 16-06-2016, 15:58 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე გზის საფარის დაგება დაიწყო. სამუშაოები ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსთან ერთად დაათვალიერა. ნიკეას ქუჩა ყველაზე მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტია, რომელიც ქუთაისში ამ ეტაპზე ხორციელდება.
http://www.picz.ge/img/s3/1606/16/2/276601c39cba.jpg


რეაბილიტაციის ფარგლებში ქუჩაზე შუა გამყოფი გამწვანების ზოლი, ტროტუარები, ბორდიურები და გარე განათების სისტემები ეწყობა. ტერიტორიაზე უკვე ჩატარდა წყლის სისტემების მოსაწესრიგებელი სამუშაოები, რომელსაც თურქული კომპანია ''SMK'' ახორციელებდა. პროექტის სატენდერო ღირებულება 7 549 000 ლარს შეადგენს.
http://www.picz.ge/img/s4/1606/16/f/fba16a3da4a3.jpg

http://www.picz.ge/img/s2/1606/16/3/35b5caa831a6.jpg


"ასფალტის პირველი ფენის დაგება დაიწყო. ერთი მხარე რომ მოწესრიგდეს, დაახლოებით 10 მზიანი დღეა საჭირო, შემდეგ ასფალტის საფარი დაიგება მეორე მხარეს. საკმაოდ მაღალ ტემპში სრულდება სამუშაოები. მსოფლიო ბანკის ექსპერტების მიერ ამ პროექტის ხანგრძლივობა წელიწადნახევრით განისაზღვრა, თუმცა შემსრულებელი კომპანია გვეუბნება, რომ ნიკეას ქუჩა უფრო ადრე წელს შემოდგომაზე დასრულდება,“-განაცხადა შოთა მურღულიამ.


ნანახია: 7445-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ამ ეტაპზე ნიკეას ქუჩაზე ასფალტის საფარის აღება მიმდინარეობს საფრეზი ტექნიკით. ასევე, ეწყობა ბორდიურები.
საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge გთავაზობთ ფოტოს, რომელზეც ასახულია ნიკეას ქუჩა სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ.
ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე მაცხოვრებლებს მეექვსე დღეა სასმელი წყალი არ მიეწოდებათ.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს წყლის სისტემის შეცვლა, რომელიც დაახლოებით ორი კვირაში დასრულდება და ამის შემდეგ მოხდება ასფალტის გზის
ქუთაისში დუმბაძის ქუჩაზე გზის საფარის დაგება დაიწყო.

ამინდი