ქუთაისში ცენტრალური მოედანი გადაიკეტება
თარიღი : 16-06-2016, 15:10 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ქუთაისში, ხოსე კარერასის კონცერტთან დაკავშირებით ქალაქის ცენტრალური მოედანი გადაიკეტება. კარერასის კონცერტი 18 ივნისს გაიმართება. ღონისძიება აღმაშენებლის ცენტრალურ მოედანზე 19 საათიდან დაიწყება.
როგორც ქუთაისის მერიის პრესსამსახურში აცხადებენ, ცენტრალური მოედნის ტერიტორიაზე სცენის მონტაჟი და სხვა მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს, ამიტომ, 16 ივნისს, ქალაქის ცენტრალური მოედნის ერთი მხარე ნაწილობრივ, ხოლო 17-დან 18 ივნისის ჩათვლით კი სრულად დაიკეტება.
"ქუთაისის მერია ბოდიშს იხდის შექმნილი დისკომფორტისთვის," - აცხადებენ მერიის პრესსამსახურში.