Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

გია თევდორაძე: შეიძლება პარლამენტის თბილისში დაბრუნებას ჩვენმა თანამოაზრეებმაც დაუჭირონ მხარი

თარიღი : 1-11-2013, 12:06 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
საპარლამენტო უმცირესობის წევრი გია თევდორაძე არ გამორიცხავს, რომ მათი პოლიტიკური გუნდიდან პარლამენტის თბილისში დაბრუნებას მხარი დაუჭირონ. თევდორაძის თქმით, ხელისუფლებამ მათ მიმართ ხელის გადაგრეხვის და პოლიტიკური წნეხის პოლიტიკა დაიწყო.
„არ გამოვრიცხავ, მათ საკონსტიტუციო უმრავლესობისთვის ჰყავდეთ კიდევ 2-3 ადამიანი. იმიტომ, რომ ყველა ერთნაირად მყარი არ არის საკუთარ პრინციპებთან და საკუთარ ღირებულებეში. რაც შეეხება ორივე საკონსტიტუციო ცვლილებას, დავიწყებ იმით, რომ ქუთაისისთვის ის გადაწყვეტილება, რომელიც მიღებული უნდა იყოს, ეს იქნება ქუთაისისთვის სასიკვდილო განაჩენის ტოლფასი. პრაქტიკულად უფუნქციოდ რჩება ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქი. ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ ხელისუფლებას არ აქვს არანაირი კონკრეტული გეგმა იმის შესახებ, რა იქნება ქუთაისში პარლამენტი გადატანის შემდეგ,“ - ამბობს დეპუტატი.
შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებით, კონსტიტუციიდან 49-ე მუხლის პირველი ნაწილის ამოღება ხდება. აღნიშნული მუხლი ქუთაისში საპარლამენტო სხდომების და საკომიტეტო მოსმენების ჩატარებას აკონკრეტებს.


ნანახია: 3210-ჯერ

მსგავსი სიახლეები
სამოქალაქო სექტორი საკანონმდებლო ორგანოს თბილისში გადატანის წინააღმდეგ გამოდის. მათი თქმით, ხელისუფლებამ ხალხს უნდა მოუსმინოს,
უმრავლესობის დეპუტატი გია ცაგარეიშვილი იმედოვნებს, რომ კონსტიტუციიდან იმ ნორმის ამოსაღებად, რომელიც პარლამენტის ადგილმდებარეობას
მმართველი გუნდის წევრის თქმით, პარლამენტი აუცილებლად დედაქალაქში უნდა იყოს.
ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობასთან, ქალაქში მცხოვრები სხვადასხვა პროფესიისა და სტატუსის მქონე ადამიანები ქვეყნის
პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, უმჯობესი იქნება პარლამენტი თბილისში იყოს, თუმცა ის პატივს სცემს

ამინდი