ტყიბულში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს

ტყიბულში, მეზობელმა მეზობელს სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. შემთხვევა მერკვილაძის ქუჩაზე რამდენიმე საათის წინ მოხდა. ახალგაზრდა მამაკაცი მიყენებული ჭრილობის შედეგად ადგილზე გარდაიცვალა. როგორც ცნობილია, გარდაცვლილის ცხედარი ქუთაისში, ლევან სამხარაულის სახელმწიფო ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. მკვლელობაში ბრალდებული სამართალდამცავებმა უკვე დააკავეს.