Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

აქამდე უცნობი სოფელ ბზვანის მღვიმის ისტორია

თარიღი : 15-06-2016, 14:09 | კატეგორია: ახალი ამბები, სტატიები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge (გაიგე მთავარი იმერეთში) თსუ-ს ასისტენტ პროფესორ გიორგი დვალაშვილთან ერთად, იმერეთის რეგიონში არსებულ იმ საინტერესო ადგილებს გაგაცნობთ, რომლებიც რეგიონში განხორციელებული ექსპედიციების შედეგად აღმოჩნდა. ამჯერად ვანის მუნიციპალიტეტში მდებარე სოფელ ბზვანის კარსტულ მღვიმეზე გიამბობთ.

ბზვანის კარსტული მღვიმე ვანის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბზვანის ჩრდილოეთით, მდინარე ძულუხურას მარჯვენა მხარეს, ზღვის დონიდან 388 მეტრზე მდებარებს. მღვიმის სიგრძე 450 მეტრს წარმოადგენს. თავდაპირველად იხსნება 4 -მეტრიანი ჭის სახით, შემდეგ მღვიმეში ჩაღწევა შესაძლებელია 10 მეტრიანი ნაპრალის გავლით და მიემართება ჰორიზონტალურად ჩრდილო-აღმოსავლეთის მიმათულებით.

აღნიშნული მღვიმის კარსტული რელიეფი თსუ-ს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის გეოგრაფიის დეპარტემენტის ასისტენტ-პროფესორმა გიორგი დვალაშვილმა გეოგრაფიის დეპარტამენტის მაგისტრებთან ერთად შეისწავლა.
http://www.picz.ge/img/s1/1606/15/6/68adc020f9c2.jpg

მღვიმისა და მასთან დაკავშირებული ისტორიის შესახებ topnews.com.ge-სთან პროფესორი გიორგი დვალაშვილი საუბრობს.

„ვანის მუნიციპალიტეტში აქამდე ცალკე კარგად გამოკვეთილი კარსტული მასივი არც ერთ სამეცნიერო ლიტერატურაში არ იყო დაფიქსირებული, ეს ტერიტორია გეომორფოლოგიურად სამხრეთ იმერეთის კარსტულ რაიონში განიხილებოდა.

ადგილს, სადაც კარსტული მღვიმე მდებარეობს, შესაძლებელია ეწოდოს ბზვანის კარსტული მასივი, რადგან ამ სოფელში არის როგორც კარსტული რელიეფის რამდენიმე საინტერესო ფორმა, აგრეთვე მიწისქვეშა მდინარეები და ვერტიკალური ჩასასვლელით წარმოდგენილი საინტერესო და ამავდროულად ექსტრემალური მღვიმე.

კარსტულ მღვიმეს ადგილობრივი მოსახლეობა ,,ნავარსკვლავებს” ეძახის, ზოგი კი ,,საქაჯეს” უწოდებს. ამ ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსახლეობა ადრეულ წლებში სიცარიელეში ქვას აგდებდა, ხოლო კირქვაში გახსნილი ორმო ხმას გამოცემდა და ამიტომ შეურქმევიათ ,,საქაჯია”. მეორე, სახელწოდება ,,ნავარსკვლავები” იმის გამო დაურქმევიათ რომ გადმოცემის თანახმად, უხსოვარ დროში ციდან ვარსკვლავი მოწყვეტილა, აქ ჩამოვარდნილა და მიწა ჩაუტანიაო. საერთოდ, ამ უბანს ,,როდინას” ეძახიან. ადგილობრივების თქმით, ეს ადგილი, როდინივით არის ჩავარდნილი და ეს სახელიც ამიტომ დაერქვა.

მდინარე რიონის მარცხენა მხარეს საკმაოდ საინტერესო და აქამდე ნაკლებად ცნობილი კარსტული რელიეფი გვაქვს _ ეს არის ახალი გეომორფოლოგიური კვლევის სამეცნიერო ღირებულება. ნავარსკვლავევის მღვიმე მღვიმეში ჩასვლა და იქაური მდგომარეობის ერთ-ერთი პირველი აღწერა XX საუკუნის ბოლოს მეკლდეურმა რომან კაჭკაჭიშვილმა მოახდინა, მღვიმეში აგრეთვე ექსპედიცია მოაწყო კლუბმა ,,თეთნულდმა”.

საქართველოს ტერიტორიაზე შემდეგი, რიგით უკვე ოცდამერვე კარსტული მასივის გამოყოფა არის შესაძლებელი. ნავარსკვლავევის მღვიმეში ნანახი ნაღვენთი ფორმები _ სტალაქტიტები თუ სტალაგმიტები დეტალურად იქნება შესწავლილი, აგეთვე იქნება აგეგმილი მღვიმის მიწისქვეშა სამყარო და ექსტრემალური ტურისტული მარშრუტის მარკირებაც შესაძლებელი იქნება ამ კარსტულ მღვიმეში,“ -ამბობს გიორგი დვალაშვილი.


ნანახია: 16482-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ესაძლოა კარსტული მღვიმის ფარდული გამოყენებული ყოფილიყო პრეისტორიულ პერიოდში ადამიანის თავშესაფრად.
იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge (გაიგე მთავარი იმერეთში) თსუ-ს ასისტენტ პროფესორ გიორგი დვალაშვილთან ერთად,
ჭიათურის სოფელ სვერში არსებულ უნიკალურ მღვიმეში საერთაშორისო ექსპედიცია ჩავიდა.
იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge (გაიგე მთავარი იმერეთში) თსუ-ს ასისტენტ პროფესორ გიორგი დვალაშვილთან ერთად,
ბაღდათის მუნიციპალიტეტის ყველაზე დიდი მღვიმიეს, მღვიმეს ექსპედიციის წევრების გადაწყვეტილებით ეწოდა კაკასხიდის მღვიმე.
მღვიმე, რომელიც ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ყველაზე გრძელი მღვიმის სახელით არის ცნობილი, ხარაგაულის სოფელ ამაშუკეთის მიდამოებში,

ამინდი