Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

5 ჰექტრამდე მიწის რეგისტრაცია უფასო იქნება

თარიღი : 15-06-2016, 12:00 | კატეგორია: ახალი ამბები, სტატიები   
topnews.com.ge
წინასაარჩევნოდ გლეხებმა ძალიან კარგი შესაძლებლობა მიიღეს ერთხელ და სამუდამოდ დაიკანონონ ჰაერში გამოკიდებული მიწები. კანონი დამტკიცებულია, საჯარო რეესტრში დარეგისტრირება უფასოა, ახლა ყველაფერი თავად მიწის მესაკუთრეებზეა დამოკიდებული. ისინი, უბრალოდ, უნდა გამოცხადდნენ რეესტრში და გამოთქვან სურვილი მიწა დაიკანონონ.

მთავრობაში განმარტავენ, რომ სპეციალური პროექტისა და შესაბამისი საკანონმდებლო პაკეტის მომზადების მიზეზი მიწის რეგისტრაციის კუთხით არსებული პრობლემები გახდა, კონკრეტულად კი ის ფაქტი, რომ დღეისათვის ქვეყანაში არსებული მიწის ნაკვეთების მხოლოდ 25%-ია რეგისტრირებული.

პარლამენტმა კანონი 3 მოსმენით უკვე დაამტკიცა და ხელმოსაწერად პრეზიდენტს გადაუგზავნა. დარჩენილია მხოლოდ ფორმალური პროცედურა და იგი ძალაში შევა.
გარდა იმისა, რომ სახელმწიფო რეგისტრაციის ხარჯს იღებს თავის თავზე, იგი მოქალაქეს საკუთრების დამადასტურებელი საბუთების მოძიებაშიც დაეხმარება. დღეს მოქმედი ნორმებით, მოქალაქე მიწის რეგისტრაციისას ვალდებულია, მარეგისტრირებელ ორგანოს წარუდგინოს სრული დოკუმენტაცია, რაც მიწაზე მის საკუთრებას დაადასტურებს. დოკუმენტებში ხარვეზების არსებობის შემთხვევებში კი, საჯარო რეესტრი უარს ამბობს ქონების რეგისტრაციაზე. დოკუმენტების ხელახლა შეგროვება და დაფიქსირებული ხარვეზის გამოსწორება მიწის მესაკუთრის ვალდებულებაა – სხვაგვარად მისი საკუთრება ვერ დარეგისტრირდება. მთავრობის მიერ დამტკიცებული ცვლილებების თანახმად კი საჯარო რეესტრი რეგისტრაციის პროცესის თანამონაწილე გახდება. დოკუმენტების, მათ შორის, საარქივო დოკუმენტაციის, მოძიებაში მოქალაქეს საჯარო რეესტრი დაეხმარება. იზრდება იმ დოკუმენტაციის ჩამონათვალიც, რომელთა საფუძველზეც შესაძლებელი იქნება მიწის რეგისტრაცია.

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ზუგდიდში მიწის რეგისტრაციის რეფორმის პრეზენტაცია უკვე ჩაატარა და მსგავს ღონისძიებებს სხვა რეგიონებშიც გეგმავს. მინისტრმა საზოგადოებას გააცნო პარლამენტის მიერ დამტკიცებული კანონპროექტი, რომლის მიხედვით, მიწის რეგისტრაცია მარტივდება.

“მიწის რეგისტრაცის რეფორმის შემდეგ ვისაც დღემდე პრობლემები ჰქონდა იმ მიწაზე, რომელიც მას ეკუთვნის და ვერ იფორმებს, რეგისტრაციის ბარიერები მოიხსნა და საჯარო რეეტრი იძენს ახალ უფლებამოსილებას, რომ მოქალაქის ნაცვლად მოიძიოს დოკუმენტები, საარქივო ცნობები. მიწის ამზომველები დაექვემდებარებიან სერტიფიცირებას და მიწის აზომვაც იქნება უფასო”, – განაცხადა მინისტრმა.

ნებისმიერმა მოქალაქემ უფასო სახელმწიფო სერვისით სარგებლობისთვის საჯარო რეესტრს განცხადებით უნდა მიმართოს. განცხადებას თან უნდა ერთვოდეს მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი და აზომვითი ნახაზი. საკადასტრო დაგეგმვითი-აზომვითი ნახაზი პროექტის მოთხოვნების შესაბამისად უნდა იყოს შედგენილი. აზომვითი სამუშაოების დასაწყებად აუცილებელი იქნება მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობის იდენტიფიცირება დაინტერესებული პირის ან მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის მითითებით.

“დღესდღეობით აზომვით ნახაზში არსებული უზუსტობა ხშირად ხდება მიწის რეგისტრაციის ხელისშემშლელი ფაქტორი. ე.წ. გადაფარვის არსებობის გამო უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში საჯარო რეესტრს 56 000-მდე სარეგისტრაციო საქმის შეჩერება მოუხდა, პრობლემის მოგვარება კი დღეს მხოლოდ სასამართლოს გზითაა შესაძლებელი, რაც მოქალაქეების დროისა და რესურსის ხარჯვას ნიშნავს.

ამ პრობლემების მიზეზი საამზომველო საქმიანობის სფეროს მოუწესრიგებლობაა – აზომვითი ნახაზების შედგენის უფლება ნებისმიერ პირს აქვს. ხშირად საკადასტრო ნახაზები ოფისიდან გაუსვლელად სრულდება, რაც ცდომილების მიზეზი ხდება, აფერხებს მიწის რეგისტრაციის პროცესს და ლახავს მესაკუთრეთა უფლებებს”, – აცხადებენ იუსტიციის სამინისტროში.

რაც შეეხება აზომვითი სამუშაოების საფასურს, სახელმწიფო პროექტის ფარგლებში წარმოებული საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოები ანაზღაურდება საქართველოს ეკონომიკის მინისტრის ნორმატიული აქტის შესაბამისად. იგი ჯერ დამუშავების სტადიაშია, თუმცა ვიდრე კანონს პრეზიდენტი მწვანე შუქს აუნთებს, სამინისტროც დაასრულებს მუშაობას.

ზოგადად კი სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ჩატარებული სამუშაოები (დოკუმენტაციის მოძიება და სისტემატიზაცია, ნოტარიუსის მიერ გარიგებაზე მხარეთა ხელმოწერის დამოწმება, სანოტარო მედიაცია, მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება, ფაქტების კონსტატაცია) შესრულდება უსასყიდლოდ და მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება ან მასში ცვლილება დარეგისტრირდება სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასურის გადახდის გარეშე.


bfm.ge


ნანახია: 2288-ჯერ

მსგავსი სიახლეები
მიწის რეფორმის ფარგლებში შემოთავაზებული ცვლილებების შედეგად სახელმწიფო მოქალაქეს დავის მოგვარების სწრაფ და იაფ მეთოდს შესთავაზებს.
მიწის რეგისტრაციის ახალი პროექტის ფარგლებში ამზომველსა და მოქალაქეს შორის გაიმიჯნა პასუხისმგებლობა.
როგორც კანონპროექტშია აღნიშნული, მიწის ნაკვეთების დიდი ნაწილი კვლავაც მოსახლეობის ფაქტობრივ მფლობელობაში რჩება, თუმცა, მათზე