ქუთაისის მერმა დიდი ბრიტანეთიდან დელეგაცია მიიღო
თარიღი : 14-06-2016, 14:00 | კატეგორია: ახალი ამბები

ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ უელსის დელეგაცია მიიღო. სტუმრები ქუთაისში ნიუპორტის ასოციაციის მოწვევით იმყოფებიან და მათ მეგზურობას „ქუთაის-ნიუპორტის ასოციაციის“ თავმჯდომარე, პროფესორი მადონა მეგრელიშვილი უწევს.
სტუმრობის მიზანს ქუთაისისა და ნიუპორტის 25- წლიანი მეგობრობა უდევს საფუძვლად. დღევენდელ შეხვედრას იმერეთის ვიცე-გუბერნატორი პაატა ნადირაძე, კლინიკა LG-ს დირექტორი ზაზა ლომინაძე, შსს იმერეთის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ქუთაისის პოლიციის უფროსი, გელათის სასულიერო აკადემიის წარმომადგენელი, ფოლკლორის ცენტრის ხელმძღვანელი და სხვა სტუმრები ესწრებოდნენ. ნიუპორტის დელეგაციას პარლამენტის თავმჯდომარე დამა როზმარი ბატლერი ხელმძღვანელობს. დელეგაციაში გვენტის საგრაფოს პოლიციის უფროსი, წმინდა ვულოსის ტაძრის წინამძღვარი და სხვადასხვა სფეროს წარმომადგებლები შედიან.
მეგობრობის ნიშნად შოთა მურღულიამ ნიუპორტის პარლამენტის თავმჯდომარეს ქუთაისის გერბი გადასცა.
ნიუპორტის დელეგაცია ქუთაისში 3 დღე დარჩება. ამ ხნის მანძილზე სხვადასხვა კულტურული, შემეცნებითი ღონისძიებაა დაგეგმილი. ასევე, უცხოელი სტუმრები მასპინძლებს თავიანთ გამოცდილებას გაუზიარებენ