Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

აქცია-ნუ გავწირავთ ქუთაისს სასიკვდილო განაჩენისთვის

თარიღი : 31-10-2013, 16:00 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
"ნუ წაგვართმევთ პარლამენტს", - ამ სლოგანით ხვალ, 11:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ქუთაისში დარჩენის მომხრეები ჯერ კინოთეატრ "სულიკოს" წინ შეკრიბებიან და ამის შემდეგ პარლამენტის შენობასთან გადაინაცვლებენ.
"ხვალ, 1 ნოემბერს ქუთაისისთვის უმნიშვნელოვანესი საკითხის გადაწყვეტას პოლიტიკოსები აპირებენ. ყველა ქუთაისელს და ყველა იმ ადამიანს ვინც თვლის, რომ პარლამენტი ქუთაისში საქართველოსა და ქუთაისის გადარჩენის ფუნდამენტალური საკითხია, გთხოვთ მობრძანდეთ აქციაზე. გთხოვთ, გამოიჩინოთ მოქალაქეობრიობის მაღალი გრძნობა. ნუ გავწირავთ საკუთარ ქალაქს სასიკვდილო განაჩენისთვის!," - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც ხვალინდელ აქციასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში გავრცელდა.
შეგახსენეთ, რომ ხვალ, უმრავლესობა პარლამენტის პლენარულ სესიაზე საკონსტიტუციო ცვლილების იმ პროექტის გატანას გეგმავს, რომლის მიხედვით, კონსტიტუციიდან ის მუხლი ამოდის, სადაც ნათქვამია, რომ პარლამენტის სხდომები მხოლოდ ქუთაისში უნდა გაიმართოს.


ნანახია: 2382-ჯერ

მსგავსი სიახლეები
საქართველოს პარლამენტის ქუთაისიდან თბილისში დაბრუნების მოწინააღმდეგეები ხვალ, 11:30 საათზე საკანონმდებლო ორგანოს შენობასთან
პარლამენტის ქუთაისში დარჩენის მომხრეები ქალაქის ცენტრალურ მოედანზე შეიკრიბებიან.
სხვადასხვა პროფესიის ადამიანები ქალაქიდან საკანონმდებლო ორგანოს გადატანას აპროტესტებენ.
სამოქალაქო სექტორს ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობასთან აქცია ხვალ 12:00 საათზე აქვთ დაგეგმილი.
ია თევდორაძე არ გამორიცხავს, რომ მათი პოლიტიკური გუნდიდან პარლამენტის თბილისში დაბრუნებას მხარი დაუჭირონ. თევდორაძის თქმით,
ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობასთან, ქალაქში მცხოვრები სხვადასხვა პროფესიისა და სტატუსის მქონე ადამიანები ქვეყნის

ამინდი