Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'საკრებულო რომ თავის სიმაღლეზე იყოს, მერს ამ დოკუმენტს თავზე გადაახევდა'

თარიღი : 14-06-2016, 12:13 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
,ქუთაისელებს, რომლებიც გადასახადებს ვიხდით, ადგილობრივი თვითმმართველობის უზნეო გადაწყვეტილებების გამოსწორება საკუთარი ჯიბიდან გვიწევს,“- განცხადებას „თავისუფალი საქართველოს“ იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი გოგი წულაია აკეთებს.

წულაია იმ დოკუმენტს ასაჯაროებს, რომელშიც, მისივე თქმით, ნაჩვენებია, რომ 100 000 ლარი ქუთაისის მერმა სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებების აღსრულებაზე დახარჯა. როგორც წულაია განმარტავს, დოკუმენტში ჩამოთვლილია იმ ადამიანების სახელები, რომლებსაც სასამართლო პროცესების წაგების შემდეგ მერიამ თანხა გადაუხადა.

,,მაგალითად, შპს „აუდიტს“ მერიისათვის 2000 ლარი აქვს მოგებული. იოსებ გაბრიჭიძეს 4800 ლარი აქვს მოგებული. ასევე, შემიძლია გავიხსენო ერთ-ერთი გახმაურებული ამბავი, როდესაც მეცხრე თვეში მყოფი ქალბატონი გაათავისუფლა ბაღის გამგის თანამდებობიდან. მსგავსი ტიპის უგუნური გადაწყვეტილებები ქუთაისლებს გვიჯდება საკმაოდ ძვირად. მაგალითად, მერიამ ამ ქალბატონს 4 000 ლარი უნდა გადაუხადოს,“- აცხადებს წულაია.

როგორც წულაია განმარტავს, მსგავსი ტიპის ქმედებაში საკრებულოსაც მიუძღვის ბრალი, რადგან, მისივე თქმით, საკრებულო რომ თავის სიმაღლეზე იყოს, მერს ამ დოკუმენტს თავზე გადაახევდა.

აღნიშნულ განცხადებასთან დაკავშირებით, ქუთაისის მერიაში კომენტარს არ აკეთებენ.


ნათია სვანიძე



ნანახია: 1715-ჯერ

მსგავსი სიახლეები
წულაია ქუთაისის მერიას ა(ა)იპებში შტატების გაბერვაში ადანაშაულებს.
განცხადებას ,,თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი გოგი წულაია აკეთებს.
გოგი წულაია ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის მოთხოვნას პასუხობს.
გოგი წულაია ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს აპროტესტებს.
გოგი წულაია ქუთაისში, ასათიანის ქუჩაზე თევზაობის შემდეგ, ქალაქის მერიის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება.

ამინდი