RICDOG უმუშევარი ახალგაზრდებისთვის პროექტს იწყებს
თარიღი : 13-06-2016, 18:41 | კატეგორია: ახალი ამბები

RICDOG-ი მცირე ბიზნესითა და მეწარმეობით დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის პროექტს იწყებს.
პროექტი, რომლის სახელწოდებას "Small Business Skills Workshops and Internship Program" წარმოადგენს, "თაობათა დიალოგი" (RICDOG) აშშ-ის სამთავრობო ორგანიზაციის "მშვიდობის კორპუსი" მხარდაჭერით ახორციელებს.
პროექტის სამიზნე ჯგუფს 16-25 წლის უმუშევარი ახალგაზრდები წარმოადგენენ. ივნისი-ივლისის თვის განმავლობაში პროექტის მონაწილეებს მშვიდობის კორპუსის მოხალისეების მიერ ჩაუტარდებათ ვორქშოპები და ტრენინგები. ტრენინგები ორ- ქართულ და ინგლისურ ენებზე ჩატარდება. ტრენინგების გავლის შემდეგ კი პროექტის მონაწილეები 2 თვით პრაქტიკას ადგილობრივ მცირე ან საშუალო ბიზნესში გაივლიან.
"10 მონაწილე ეყოლება პროექტს. 6 ტრენინგი ჩატარდება ამერიკელების მიერ და ამის შემდეგ პროექტის თითო მონაწილე თითო ბიზნეს სექტორში განაწილდება. ჯამში პროექტში ჩართული არის 10 მცირე ბიზნესი. ამ ეტაპზე მოლაპარაკება მიმდინარეობს ადგილობრივ ბიზნესებთან, რათა პროექტში ჩაერთონ და გახდნენ RICDOG_ის პარტნიორები ამ პროცესში. სტაჟირების განმავლობაში თითოეულ მონაწილებს ექნება საშუალება პრაქტიკულად ნახოს თუ რასთან არის დაკავშირებული ბიზნესის წარმოება და როგორ უნდა ამუშაოს იგი,"-ამბობს RICDOG-ის გენერალური მდივანი გვანცა თოთაძე.
მისივე თქმით, თუ რომელიმე მონაწილე პროექტის დასრულების შემდეგ გადაწყვეტს საკუთარი მცირე ბიზნესის წამოწყებას, ორგანიზაცია ჯილ სიმპსონთან ერთად (მშვიდობისა კორპუსის მოხალისე RICDOG-ში და პროექტის კოორდინატორი) ხელს შეუწყობს მას იდეის რეალიზებაში.
პროექტში მონაწილეობისთვის განცხადებების მიღება 18 ივნისამდე გრძელდება.
დაინტერესების შემთხვევაში აპლიკაციის შევსება შემდეგ ლინკზე შეგიძლიათ: https://docs.google.com/forms/d/1DnDKkcam6a2u6m2szOJyJoZNaeumXQUpyP7vLYBt2Vs/edit