პოლიციელებისათვის დასიგნალების გამო, ქუთაისში სამართალდამცავებმა მამაკაცი სცემეს

ქუთაისში, რამდენიმე სამართალდამცველი ახალგაზრდა მამაკაცს ფიზიკურად გაუსწორდა. შემთხვევა უქიმერიონის ადმინისტრციული ერთეულის ტერიტორიაზე მოხდა.
როგორც Topnews.com.ge-ს თვითმხილველებმა განუცხადეს, საჭესთან მყოფმა ახალგაზრდა მამაკაცმა სამართალდამცავებს დაუსიგნალა, ამ უკანასკნელებმა კი მამაკაცი მანქანიდან გადმოიყვანეს და ცემით ქალაქის პოლიციის N5 განყოფილებაში შეიყვანეს. თვითმხილველების ინფორმაციით, მამაკაცს რამდენიმე სამართალდამცველი სცემდა.
Topnews.com.ge-სთან შინაგ საქმეთა სამინისტროში სამართალდამცავების მხრიდან მამაკაცის ცემის ფაქტი არ დაადასტურეს. უწყებაში აცხადებენ, რომ აღნიშნულზე საქმე 166-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.