Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

როგორ დავამშვიდოთ აქტიური ბავშვი: ფსიქოლოგის რჩევები

თარიღი : 12-06-2016, 14:22 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
ნასტასია ლოპირევა ბავშვთა და ოჯახის ფსიქოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატია. სწორედ ის გვაძლევს რჩევებს, თუ როგორ უნდა დავამშვიდოთ მეტისმეტად აქტიური ბავშვი:

- რა თქმა უნდა, აუცილებელია გავარჩიოთ უბრალოდ აქტიური და ჰიპერაქტიული ბავშვები ერთმანეთისგან, რადგან მეორე შემთხვევაში ეს დიაგნოზია.
პირველ შემთხვევას შეიძლება თავად გაუმკლავდეთ. საჭიროა მშობლები აღიჭურვონ მოთმინებით. მაგალითად, ჩაიხუტეთ ბავშვი, შეეცადეთ გადაიტანოთ მისი ყურადღება სხვა რამეზე. ესაუბრეთ მშვიდად, დაბალ ხმაზე.

შეგიძლიათ რამე უჩურჩულოთ ყურში, რათა გამოიწვიოთ ინტერესი. თუ ბავშვს არ უნდა მონაწილეობის მიღება მშვიდ თამაშებში, დათანხმდით აქტიურ თამაშებზე, მაგრამ თქვენი მითითებით. ეს არ უნდა იყოს უწესრიგო გადაადგილება ოთახებში. სთხოვეთ მას შეასრულოს ხტუნვითი მოძრაობები - რაიმე განსაზღვრული რაოდენობით. შესრულებული დავალებისთვის დაუწერეთ ნიშანი (შეიძლება სმაილები ან ვარსკვლავები). ბოლოს გააკეთეთ რაიმე მოულოდნელი მისთვის: დაიჭირეთ და უთხარით, რომ მხოლოდ მაშინ გაუშვებთ, თუ გამოიცნობს გამოცანას. მშვიდად და დაკვირვებულად უთხარით რაიმე უჩვეულო, რაც მას დააფიქრებს.

რაც შეეხება ჰიპერაქტიურობას, აქ საქმე უფრო რთულადაა. ხშირია შემთხვევები, როცა ოჯახის წევრები ვერ ხვდებიან, რომ ბავშვი ჰიპერაქტიურია. უკეთეს შემთხვევაში ექიმს აკითხავენ 3-4 წლის ასაკში, თუმცა სიმპტომები თავს იჩენს გაცილებით ადრე. როდესაც ბავშვი წამოიზრდება, სახეზე უკვე გვაქვს ემოციური არასტაბილურობა და შფოთვა.

ყურადღება მიაქციეთ: ჰიპერაქტიური ბავშვები იგნორირებას უკეთებენ ქცევის ნორმებს, შეიძლება აღენიშნოთ მეტყველების დარღვევები. ნებისმიერ შემთხვევაში დიაგნოზს სვამს ექიმი და არა დედ-მამა. მშობლებმა მკურნალობის პარალელურად შეიძლება გაუკეთონ მასაჟი, დამამშვიდებელი აბაზანები, ასმენინონ მშვიდი მელოდიები. ნებისმიერ შემთხვევაში, ჰიპერაქტიურ ბავშვთან ურთიერთობისას იყავით მომთმენი და დაკვირვებული. შეძლებისდაგვარად, მოარიდეთ ბავშვი ხალხმრავლობას, რადგან ჰიპერაქტიურ ბავშვებს უჭირთ ასეთ სიტუაციაში ყოფნა.



mshoblebi.ge


ნანახია: 1709-ჯერ

მსგავსი სიახლეები
პაატა იმნაძის განცხადებით, შემოდგომის სეზონზე თავს იჩენს წითელა და წითურა, რისთვისაც აუცილებელია, რომ მშობელმა მოზარდი
ბავშვს საკმარისია, რომელიმე ერთი ლოცვა წავაკითხოთ და თან ავუხსნათ, რისთვის ემზადება.
უფრო კონკრეტულად ნასიცხის სიმპტომებსა და მისი განკურნების გზებზე 'კლინიკა ბომონდი'-ს ამბულატორიული სამსახურის პედიატრი ხათუნა
ბევრ მშობელს აინტერესებს ეს საკითხი, მართლაც, რა უნდა იცოდეს ბავშვმა სკოლაში შესვლისას, რა არის ის ელემენტარული ცოდნა და
ფხაკაძეების ოჯახი 9 წლის თათია ფხაკაძის ძებნაში ინტერპოლის ჩართვას ითხოვს , წინააღმდეგ შემთხვევაში თავის დაწვით იმუქრება. როგორც

ამინდი